ანალიტიკა

რას ამჯობინებენ ქართული კომპანიები — ხარისხი, პროდუქტის გაუმჯობესება თუ მომხმარებლის შენარჩუნება?

ინოვაციური განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტის გამოგონება არ არის. ხშირად ყველაფერი იწყება იმ სტრატეგიული არჩევანით, რასაც კომპანიები ყოველდღიურად აკეთებენ: რომელ

რას ამჯობინებენ ქართული კომპანიები — ხარისხი, პროდუქტის გაუმჯობესება თუ მომხმარებლის შენარჩუნება?

ინოვაციური განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტის გამოგონება არ არის. ხშირად ყველაფერი იწყება იმ სტრატეგიული არჩევანით, რასაც კომპანიები ყოველდღიურად აკეთებენ: რომელ მიმართულებას ანიჭებენ უმეტეს ყურადღებასხარისხს, პროდუქტის გაუმჯობესებას თუ მომხმარებელთან ურთიერთობას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, ქართულ კომპანიებში 47% ხარისხის გაუმჯობესებას ანიჭებს მთავარ მნიშვნელობას. 36% ფოკუსირებულია არსებული პროდუქტის ან მომსახურების დახვეწაზე, ხოლო 34% — მომხმარებელთა შენარჩუნებაზე (საქსტატი, 2025).

ეს ნიშნავს, რომ კომპანიების თითქმის ნახევარი ხარისხს ხედავს კონკურენტული უპირატესობის მთავარ წყაროდ. თუმცა დანარჩენი ნაწილი ძირითადად უკვე არსებულ პროდუქტს აუმჯობესებს ან ცდილობს შეინარჩუნოს არსებული კლიენტები, რაც უფრო მოკლევადიან და ფრთხილ სტრატეგიას ნიშნავს.

გლობალურად, წარმატებული ეკონომიკები უფრო მრავალმხრივად უდგებიან ინოვაციას. ევროკავშირის ქვეყნებში კომპანიები ერთდროულად მუშაობენ პროდუქტის შექმნაზე, პროცესების ციფრულ განვითარებაზე და მომხმარებელზე მორგებულ ახალ სერვისებზე (EUROSTAT, 2024). მაგალითად, ფინეთში კომპანიები მუდმივად აანალიზებენ მომხმარებელთა საჭიროებებს და პროდუქტის სტრუქტურას ასე აყალიბებენეს მორგების მოქნილობა ხშირად განსაზღვრავს მათ წარმატებას გლობალურ ბაზრებზე.

ასევე განსხვავებულია ხარისხის მნიშვნელობაც. საქართველოში ხარისხზე ორიენტირება ხშირად მხოლოდ პროდუქტის ტექნიკურ მხარეს, ნაკლოვანებების შემცირებასა და სტანდარტების დაკმაყოფილებაზეა ფოკუსირებული. მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ხარისხი ბევრად უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს მომხმარებლის საერთო გამოცდილებას, სერვისის სისწრაფეს, ციფრულ კომფორტს და ეკოლოგიურ სტანდარტებს.

პროდუქტის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქართული კომპანიების წილი — 36% — მეტწილად ინკრემენტულ ინოვაციას ასახავს, ანუ უკვე არსებული პროდუქტის თანდათანობით დახვეწას. ასეთ სტრატეგიაში კომპანიები იშვიათად ქმნიან ბაზრისთვის სრულიად ახალ პროდუქტებს. გლობალურად კი სწორედ ახალი პროდუქტები ან სერვისები ქმნიან ბაზარზე გარღვევას და აძლევენ კომპანიებს რეალურ კონკურენტულ უპირატესობას.

რაც შეეხება მომხმარებელთა შენარჩუნებაზე კონცენტრაციას (34%), ეს მიუთითებს, რომ ქართულ ბიზნესებს უმეტესად აწუხებთ ბაზრის ზომა და მდგრადი გაყიდვების შენარჩუნება. ამის გამო ნაკლებად მიდიან რისკიან ინოვაციურ პროექტებზე და ცდილობენ, არსებული პოზიციები შეინარჩუნონ.

ამ სურათის უკან გარკვეული მიზეზები დგას: საქართველოში მცირე ბაზარია, ინოვაციის დაფინანსება შეზღუდულია, მაღალი კვალიფიკაციის კადრები ცოტაა, ხოლო კვლევითი ინფრასტრუქტურა სუსტი. მაგალითად, OECD-ის მონაცემებით, საქართველოში კვლევაზე და განვითარებაზე დანახარჯი მხოლოდ მშპის 0.2%- შეადგენს, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 2%-ზე მეტია (OECD, UNESCO, 2024).

გლობალურ პრაქტიკაში ასეთი სირთულეების დასაძლევად სახელმწიფო აქტიურად ერთვება პროცესში: სპეციალური პროგრამები, საგადასახადო წახალისება, უნივერსიტეტებისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა და დიდი მოცულობის ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში ქმნის გარემოს, სადაც კომპანიები არ უშინდებიან ახალ ბაზრებზე გასვლას და რადიკალურად ახალ პროდუქტებზე მუშაობას.

ამჟამად საქართველოში ბიზნესების სტრატეგიები უფრო კონსერვატიულიაისინი ფიქრობენ ხარჯების შემცირებაზე, არსებული ბაზრების შენარჩუნებასა და ნაკლებ რისკიან ნაბიჯებზე.

თუმცა გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი გახდება იმ სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც ხარისხს, ახალ პროდუქტებსა და მომხმარებლის ღრმა მოთხოვნებზე მორგებას ერთიანად დააკავშირებსზუსტად ისე, როგორც ამას დღეს ახერხებენ გლობალური ლიდერი კომპანიები.