ანალიტიკა

სმარტფონების იმპორტი საქართველოში: რომელ ბრენდებს ირჩევენ მომხმარებლები

საქართველოში სმარტფონების იმპორტი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. 2019 წელს ქვეყანაში $159 მილიონის ღირებულების მობილური ტელეფონები შემოვიდა, 2023-ში ეს მაჩვენებელი

სმარტფონების იმპორტი საქართველოში: რომელ ბრენდებს ირჩევენ მომხმარებლები

საქართველოში სმარტფონების იმპორტი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. 2019 წელს ქვეყანაში $159 მილიონის ღირებულების მობილური ტელეფონები შემოვიდა, 2023-ში ეს მაჩვენებელი $285 მილიონამდე ავარდა, ხოლო 2024-ში იმპორტი ოდნავ შემცირდა და $252 მილიონი შეადგინა (წყარო: საქსტატი). 2023 წლის მაღალ მაჩვენებელს, სავარაუდოდ, გავლენა იქონია ლარის გამყარებამაცროცა ეროვნული ვალუტა მყარდება, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება დოლარში იზრდება, თუნდაც რაოდენობა იგივე დარჩეს.

ბაზარზე სმარტფონის არჩევანი სულ უფრო ცხადად აჩვენებს მომხმარებლის პრიორიტეტებს. ახალ მოდელებში გაუმჯობესებული კამერები, სწრაფი ჩიპები და ეკრანის მაღალი ხარისხი მომხმარებელთა მთავარი მოთხოვნაა. 5G მხარდაჭერა უკვე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ხოლო ხანგრძლივი ბატარეა და სწრაფი დამუხტვის ფუნქცია მოთხოვნადია მათთვის, ვინც ტელეფონს ინტენსიურად იყენებს ყოველდღიურ რეჟიმში.

2025 წლის მარტის მდგომარეობით, ყველაზე პოპულარული ბრენდია Samsung, რომელსაც ბაზრის დაახლოებით 38% უკავია. მეორე ადგილზეა Apple – 24%-ით, რასაც მოსდევს Xiaomi – 17.5%-ით (StatCounter). ეს სამი ბრენდი ერთად ქართულ ბაზარს თითქმის სრულად აკონტროლებს. დანარჩენი მწარმოებლები, როგორიცაა Realme და Google, ჯერ მხოლოდ მცირე სეგმენტს იკავებენ, თუმცა განსაკუთრებით Google-ის Pixel სერიის მიმართ ინტერესიც იზრდება ტექნოლოგიური ენთუზიასტების წრეში.

საქართველოში სმარტფონების არჩევანს ხშირად განსაზღვრავს არა მხოლოდ ფასი, არამედ წარმოშობის ქვეყანა, ბრენდის რეპუტაცია და კონკრეტული მოდელის შესახებ ახლობლების რეკომენდაცია. ხშირია შემთხვევა, როცა მყიდველი Samsung-ის ახალ მოდელზე იმიტომ წყვეტს, რომ წინა Galaxy- კარგი გამოცდილება ჰქონდა. Apple-ის მომხმარებლები ხშირად ერთგულნი რჩებიან ეკოსისტემის გამორადგან iPhone კარგად მუშაობს MacBook-თან, Apple Watch-თან და სხვა მოწყობილობებთან ერთად. Xiaomi განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვისაა მიმზიდველი, ვისაც სურს მაქსიმალური ფუნქცია შედარებით დაბალ ფასად, თუმცა ბოლო წლებში საქართველოში ამ ბრენდისპრემიუმ სერიისმოდელებზეც გაიზარდა ინტერესი.

სმარტფონების ბაზარზე მომხმარებელი სულ უფრო ინფორმირებულიაშედარებებს კითხულობს, ვიდეო მიმოხილვებს უყურებს და მხოლოდ გარეგნობის ან ფასის მიხედვით აღარ აკეთებს არჩევანს. შესაბამისად, ბრენდებისთვის საქართველოში წარმატება მხოლოდ პროდუქტის ფასით აღარ განისაზღვრებასაჭირო ხდება ხარისხის, მხარდაჭერისა და მომხმარებლის ნდობის ერთდროული შეთავაზება.