ანალიტიკა

მარწყვი იმპორტის მზარდი ტენდენცია: ვინ ამარაგებს ქართულ ბაზარს

საქართველოში საკვები პროდუქტების იმპორტი უკვე წლებია სტაბილურად იზრდება და 2024 წელს საქსტატის მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ

მარწყვი იმპორტის მზარდი ტენდენცია: ვინ ამარაგებს ქართულ ბაზარს

საქართველოში საკვები პროდუქტების იმპორტი უკვე წლებია სტაბილურად იზრდება და 2024 წელს საქსტატის მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებელში ძირითადად ფართო მოხმარების პროდუქტები შედის, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება იმპულსურ, ადრე სეზონურად აღქმულ პროდუქტებზე გადადის. ერთერთი თვალსაჩინო მაგალითი მარწყვიატრადიციულად მაისის და ივნისის კულინარიული სიმბოლო, რომელიც ახლა უკვე მთელი წლის განმავლობაში ხდება მოთხოვნადი პროდუქტი.

2024 წელს მარწყვის იმპორტმა პირველად გადააჭარბა 4 მილიონ დოლარს (წყარო: საქსტატი). ეს ღირებულებით თითქმის ოთხჯერ მეტი მაჩვენებელია, ვიდრე წინა წელს. ზრდა თანმიმდევრული იყო 2020 წლიდანთუმცა ამ მასშტაბის ნახტომი პირველად დაფიქსირდა. ცვლილება არ ჩანს მხოლოდ რაოდენობრივად. ბაზრის სტრუქტურაც რადიკალურად ერთმხრივია: იმპორტის 99 პროცენტზე მეტი მოდის მხოლოდ ერთ ქვეყანაზეთურქეთზე (წყარო: ITC)

თურქეთიდან იმპორტი ბოლო წლებშიც დომინანტური იყო, მაგრამ 2024-ში მან ფაქტობრივად სრულად ჩაანაცვლა სხვა მიწოდების წყაროებისაბერძნეთი, აზერბაიჯანი, ეგვიპტე და სომხეთი, რომელი ქვეყნებიდან იმპორტი საერთო მოცულობის ერთ პროცენტსაც არ აღწევს. ბაზრის ეს კონცენტრაცია არ მიუთითებს მხოლოდ სავაჭრო კომფორტზე. გეოგრაფიული სიახლოვე, სწრაფი ლოგისტიკა, დაბალი ღირებულება და სეზონის ადრე დაწყება თურქეთს აშკარა უპირატესობას ანიჭებს.

ადგილობრივი წარმოება, რომლის წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 5 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს, კვლავ რჩება სეზონურ და გეოგრაფიულად არათანაბარ რესურსად. ქართული მარწყვი ბაზარზე ძირითადად მაისიდან ივნისამდე ჩნდება, რაც მხოლოდ დროებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იძლევა. შენახვის, გადამუშავების და მიწოდების მასშტაბური არხების გარეშე, ის ვერ ეჯიბრება იმპორტს, რომელიც უკვე მარტიდან ჩნდება მაღაზიების თაროებზე.

ბოლო წლების განმავლობაში ქართულ აგროპოლიტიკაში არაერთი მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდა, მათ შორის სუბსიდირება, ახალი პლანტაციების დაფინანსება და ტექნოლოგიური მხარდაჭერა. თუმცა ბაზრის ქცევა აჩვენებს, რომ მოთხოვნის ზრდას ტექნოლოგიური წინსვლა მარტო ვერ აწვებასაჭიროა მასშტაბი, სტაბილურობა და უწყვეტი მიწოდება, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ თურქეთს შეუძლია.

მარწყვის მაგალითი იმაზე მეტია, ვიდრე ერთი პროდუქტის ისტორია. ის ასახავს იმას, როგორ იცვლება ბაზრის ლოგიკა მაშინ, როცა სეზონურობა აღარ კარნახობს მომხმარებლის ქცევას და სამომხმარებლო კალათაში ადგილი რჩება მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში. ქართული მარწყვი რჩება უნიკალურ გემოვნურ და ემოციურ პროდუქტად, თუმცა სისტემურ დონეზე ბაზრის წესი იცვლება და ის წესი დღეს თურქულ მოდელს ემორჩილება.