ანალიტიკა

ქალების დაბალი მონაწილეობა შრომის ბაზარზე საქართველოში: მიზეზები და ტენდენციები

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობა 44.4% იყო, კაცების კი – 66.5% (საქსტატი, 2025). ეს ნიშნავს,

ქალების დაბალი მონაწილეობა შრომის ბაზარზე საქართველოში: მიზეზები და ტენდენციები

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობა 44.4% იყო, კაცების კი – 66.5% (საქსტატი, 2025). ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 ზრდასრული ქალიდან მხოლოდ 44 მუშაობს ან ცდილობს სამსახურის პოვნას, დანარჩენები კი საერთოდ გამოთიშულნი არიან შრომითი პროცესიდან. აღნიშნული სხვაობა – 22 პროცენტული პუნქტი – ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გამყარებული უთანასწორობაა ქართულ ეკონომიკაში.

შრომის ბაზარში მონაწილეობა გვიჩვენებს, რამდენი ადამიანია ეკონომიკურად აქტიურიან დასაქმებული ან უმუშევარი, თუმცა აქტიური მაძიებელი. ვინც არც მუშაობს და არც ეძებს სამუშაოსმაგალითად, ზრუნავს ბავშვზე, სახლზე, ან სწავლობს და დასაქმება არ განუზრახავსის სამუშაო ძალაში არ ითვლება. შესაბამისად, დაბალი მონაწილეობის მაჩვენებელი არ ნიშნავს ავტომატურად დაბალ უმუშევრობასუბრალოდ, ადამიანები საერთოდ ვერ აღწევენ შრომის ბაზრამდე.

ქალების შემთხვევაში ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ არის მხოლოდ ოჯახის მოვლის შედეგი. რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ:

პირველ რიგში, შრომის ბაზრის შემოთავაზება ქალებისთვის ძალიან შეზღუდულია. მრავალი კერძო და სახელმწიფო სამსახური კვლავაც მოითხოვს ფიზიკურ გამოჩენას ოფისში, მჭიდრო გრაფიკითა და შეზღუდული მოქნილობით. ქალებისთვის, რომლებიც პარალელურად ბავშვზე, ხანდაზმულზე ან შშმ წევრზე ზრუნავენ, ასეთი პირობები ხშირად შეუძლებელს ხდის აქტიურ დასაქმებას.

მეორეინფორმალური და დაუსაბუთებელი შერჩევის პრაქტიკა. საქართველოში ქალები ხშირად ხვდებიან უხილავ ბარიერებში დასაქმებისასმოლოდინი, რომ ქალი ნაკლებადსანდოაგრძელვადიანად (მაგალითად, დეკრეტული შვებულების რისკის გამო) ან ნაკლებად ლიდერული უნარების მატარებელია, დამსაქმებლის ქვეცნობიერი ან ღია განწყობა ხდება დამაბრკოლებელი.

მესამეშრომის ბაზრის სეგმენტაცია გენდერულად ძალიან მკაფიოა. ქალების დასაქმება კონცენტრირებულია რამდენიმე სექტორშიგანათლება, ჯანდაცვა, სერვისებირაც ნიშნავს, რომ ამ სექტორებში ეკონომიკური კრიზისი, გადახდების დაგვიანება ან შტატების შემცირება ქალებს დარტყმას აძლევს უფრო მეტად, ვიდრე კაცებს. ტექნოლოგიური და ფინანსური სექტორები, სადაც ანაზღაურება და სტაბილურობა მაღალია, კვლავ დომინირებულია კაცებით.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ ქალების შრომით ბაზარში მონაწილეობის მაჩვენებელი 2025 წელს კიდევ 0.6 ..-ით შემცირდა, კაცებში კი არ შეცვლილა. ეს მიუთითებს, რომ ქალები არა მხოლოდ არ ერთვებიან უფრო აქტიურად ბაზარში, არამედ ნაწილი ტოვებს მას.

ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკური გამოწვევაეს ნიშნავს ეკონომიკური პოტენციალის დაკარგვას. საქართველოში ქალების განათლების დონე საშუალოდ არ ჩამოუვარდება კაცებისას და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც, მაგრამ ცოდნის გამოყენება ვერ ხდება ეკონომიკურ სივრცეში.

თუ რეალური ცვლილება გვინდა, საჭიროა ~შრომითი პოლიტიკის ფართო გადახედვა: მოქნილი გრაფიკი, დისტანციური მუშაობის სტიმულირება, რეგიონული პროფესიული გადამზადების პროგრამები და კულტურული სტერეოტიპების დაძლევის მცდელობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომის ბაზარი მხოლოდ ერთი სქესის რესურსზე იქნება დამოკიდებული, რაც ქვეყნის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.