ანალიტიკა

უმუშევრობა ქალაქსა და სოფელში: რატომ შემცირდა სოფლებში და იზრდება ქალაქებში?

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ქალაქებში უმუშევრობის დონემ 1.4 პროცენტული პუნქტით მოიმატა, ხოლო სოფლებში – 0.6 პ.პ.-ით შემცირდა (საქსტატი,

უმუშევრობა ქალაქსა და სოფელში: რატომ შემცირდა სოფლებში და იზრდება ქალაქებში?

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ქალაქებში უმუშევრობის დონემ 1.4 პროცენტული პუნქტით მოიმატა, ხოლო სოფლებში – 0.6 ..-ით შემცირდა (საქსტატი, 2025). თუმცა ეს მხოლოდ მიმდინარე კვარტლის ანომალია არ არის. თუ უკანასკნელი წლების მონაცემებს დავაკვირდებით, სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის კლება უკვე მრავალი კვარტალია ფიქსირდება. განსხვავებით ქალაქებისა, სადაც უმუშევრობის შემცირება მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვარტალში გამოჩნდა და ისევ ზრდით შეიცვალა.

ამ სტატისტიკის სწორი ინტერპრეტაცია ადვილი არ არის. საქართველოში დასაქმების მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი წილი თვითდასაქმებას უკავია, რაც განსაკუთრებით სოფლებშია გავრცელებული. ფერმერული ან საოჯახო მეურნეობით დაკავებული პირები ხშირად ითვლებიან დასაქმებულებად, მაშინაც კი, როცა მათ შემოსავალი მცირედია ან არ გააჩნიათ. ამან გამოიწვია, რომ სოფლებში ტრადიციულად უფრო დაბალი უმუშევრობა ფიქსირდება, თუმცა ეს მაჩვენებელი ყოველთვის არ ასახავს ეკონომიკური კეთილდღეობის რეალურ დონეს.

ამ სტატიაში ჩვენ არ შევდივართ ამ ტიპის მეთოდოლოგიური განსხვავებების ღრმა განხილვაშიპირიქით, ვცდილობთ დავაკვირდეთ ცვლილების მიმართულებას და სიჩქარეს, ნაცვლად აბსოლუტური განსხვავებების ინტერპრეტაციისა. სწორედ აქ იკვეთება მნიშვნელოვანი განსხვავება: ქალაქსა და სოფელს შორის უმუშევრობის დინამიკა საპირისპირო გზებით ვითარდება.

მიზეზები კი მრავალფეროვანია, თუმცა სრულად დადასტურებული ახსნა ჯერჯერობით ნაკლები გვაქვს. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ანუ იმ ადამიანების წილი, ვინც აქტიურად მუშაობს ან სამუშაოს ეძებს, შემცირდა როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში (ორივე შემთხვევაში -0.2 ..). ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ არც ერთი ტიპის დასახლებაში შრომის ბაზარი არ იზიდავს მეტ ადამიანს. მიუხედავად ამისა, სოფლებში ეს შემცირება უმუშევრობის კლებასთან ერთად წავიდა, რაც ფორმალურად პოზიტიურ სიგნალად აღიქმება.

ქალაქებში კი, სამუშაო ძალის შემცირებული მონაწილეობა და ამავდროულად უმუშევრობის ზრდა, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აქტიური სამუშაოს მაძიებლების წრეში კონკურენცია იზრდება ან პოზიციების რაოდენობა მცირდება. თუმცა ამ ეტაპზე, მონაცემები უფრო მეტ შეკითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს გვაძლევს.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის ბაზრის რეგიონული დინამიკა თანმიმდევრული არ არისმიუხედავად მეთოდოლოგიური განსხვავებებისა, ცვლილებების მიმართულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება და საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. სოფლებში უმუშევრობის კლების ტენდენცია გრძელდება, ხოლო ქალაქებშიისევ რთულდება.