ანალიტიკა

საბაზო ინფლაცია საქართველოში: რას გვიმალავს საერთო მაჩვენებელი?

როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ყველაზე ხშირად გვესმის ერთი რიცხვი — წლიური ან ყოველთვიური მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად გაძვირდა ცხოვრების ღირებულება

საბაზო ინფლაცია საქართველოში: რას გვიმალავს საერთო მაჩვენებელი?

როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ყველაზე ხშირად გვესმის ერთი რიცხვიწლიური ან ყოველთვიური მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად გაძვირდა ცხოვრების ღირებულება მთლიანობაში. თუმცა ცენტრალური ბანკები და ეკონომიკური ანალიტიკოსები ხშირად უფრო დიდ ყურადღებას საბაზო ინფლაციას უთმობენრიცხვს, რომელიც თითქოსგაწმენდილიამოკლევადიანი შოკებისა და ცვალებადი კომპონენტებისგან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2025 წლის აპრილში სწორედ საბაზო ინფლაცია იყო ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელიმხოლოდ 2.3%, მაშინ როცა საერთო წლიური ინფლაცია 3.4%- აღწევდა.

საბაზო ინფლაციის გათვლიდან გამორიცხულია ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სურსათი, ენერგომატარებლები, ადმინისტრირებულ ტარიფები და ტრანსპორტის ზოგიერთი სეგმენტი. ეს კომპონენტები, როგორც წესი, ყველაზე მერყევია და ფასები შეიძლება ბაზარზე, სეზონზე ან გლობალურ მოვლენებზე ძლიერად იყოს დამოკიდებული. ამიტომაც, საბაზო ინფლაცია ითვლება უფრო სტაბილურ და სიგნალური მაჩვენებლადიმ ტენდენციების, რაც არ არის მხოლოდ დროებითი ან გარედან მოტანილი.

მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სწორედ ის კატეგორიებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლებიც ამ გამოთვლიდან გამორიცხულია. როდესაც ერთი წლის განმავლობაში ბოსტნეული 16 პროცენტით ძვირდება და ზეთის ფასი კვლავ იმატებს, ეს პირდაპირ ურტყამს მომხმარებლის ჯიბესგანსაკუთრებით კი იმ მოქალაქეებს, ვისთვისაც საკვები პროდუქტების წილი ყოველდღიურ ხარჯებში მაღალია. საბაზო ინფლაცია ამ ტკივილს ვერ ასახავს.

მეორეს მხრივ, საბაზო მაჩვენებლის მშვიდი ტემპი შეიძლება მიუთითებდეს, რომ ეკონომიკაში ფართო მასშტაბის ინფლაციური წნეხი არ არის, მაგალითად, არ იზრდება ტანსაცმელზე, განათლებაზე ან დასვენებაგართობაზე ხარჯები იმ მასშტაბით, რაც სისტემურ ინფლაციას მოასწავებდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისთვის, რომელიც სწორედ ასეთ სტრუქტურულ ტენდენციებზე დაყრდნობით წყვეტს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ან შერბილებას.

შედეგად, ვიღებთ ორ პარალელურ ამბავს: ერთი ოფიციალურია და მეტწილად სტაბილურობას ასახავსეს არის საბაზო ინფლაცია; მეორე კიყოველდღიური გამოცდილებიდან ამოსული და ხშირად მტკივნეულისწორედ ის, რაც მომხმარებლისთვისრეალურინფლაციად აღიქმება. ორივე რიცხვი ერთდროულად მართალია, მაგრამ თითოეულს სხვადასხვა შინაარსი აქვს და სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება. კითხვაავისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია.