ანალიტიკა

როგორ მოქმედებს სოციალური მედიის გამოყენება თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობაზე და რა შედეგები მოაქვს ამას ბიზნესისთვის: გლობალური ტენდენციები და საქართველოს რეალობა

თანამედროვე სამუშაო გარემოში სოციალური მედია არა მხოლოდ კომუნიკაციის პლატფორმაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი. თანამშრომლების უმეტესობა დღის განმავლობაში, სამუშაო

როგორ მოქმედებს სოციალური მედიის გამოყენება თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობაზე და რა შედეგები მოაქვს ამას ბიზნესისთვის: გლობალური ტენდენციები და საქართველოს რეალობა

თანამედროვე სამუშაო გარემოში სოციალური მედია არა მხოლოდ კომუნიკაციის პლატფორმაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი. თანამშრომლების უმეტესობა დღის განმავლობაში, სამუშაო საათებშიც კი, მუდმივად აქტიურია ისეთ ქსელებში, როგორებიცაა Facebook, Instagram, LinkedIn და TikTok. სტატისტიკის თანახმად, საშუალო დასაქმებული სოციალურ ქსელებში დღეში დაახლოებით 1-2 საათს ატარებს, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს კოლეგებთან კომუნიკაციას, თუმცა მეორე მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ მენტალურ მდგომარეობაზე.

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, სოციალური ქსელების ხშირ გამოყენებასთან დაკავშირებული ერთერთი მთავარი პრობლემა არის შფოთვისა და დეპრესიული სიმპტომების მატება. თანამშრომლები, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს, ხშირად აწყდებიან მუდმივი შედარების პრობლემას. ისინი ხედავენ თავიანთი მეგობრების, კოლეგებისა თუ უბრალოდ ნაცნობების მიღწევებს, რომლებიც, როგორც წესი, სოციალური ქსელების საშუალებით, ზედმეტად დადებითი და შელამაზებული ფორმით არის წარმოდგენილი. შედეგად, ეს ხშირად იწვევს თანამშრომლებში არასრულფასოვნების განცდას, თვითშეფასების შემცირებას და მუდმივ სტრესს, რომელიც დროთა განმავლობაში თანამშრომლის ფსიქიკურ გადაღლასა დაგადაწვამდე” (burnout) მიდის.

ბიზნესისთვის ეს პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, რადგან თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება პირდაპირ აისახება მათი სამუშაოს ხარისხზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, გლობალურად ბიზნესები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყოველწლიურად 1 ტრილიონ დოლარზე მეტს კარგავენ. თანამშრომელთა ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება იწვევს პროდუქტიულობის კლებას, სამუშაო პროცესებში ჩართულობის შემცირებას და, საბოლოოდ, თანამშრომელთა მაღალი ცვლის დონეს. ეს კი, თავის მხრივ, დამატებითი ხარჯების წინაშე აყენებს კომპანიებსსაჭიროა ახალი თანამშრომლების აყვანა, გადამზადება და მათი ინტეგრირება სამუშაო პროცესებში.

სოციალური მედიის ნეგატიური ზეგავლენა თანამშრომლებზე განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პერიოდში, როდესაც გაიზარდა სახლიდან მუშაობა და თანამშრომლებმა დაკარგეს ზღვარი პირადსა და სამუშაო ცხოვრებას შორის. ბიზნესებმა და მენეჯერებმა სწორედ ამ დროს დაიწყეს სოციალური ქსელების მოხმარების უფრო მკაცრი კონტროლი, თუმცა ხშირად ეს საკმარისი არ არის.

საქართველოში სოციალური ქსელების გავლენა თანამშრომელთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, თუმცა ამ პრობლემის მიმართ ცნობიერების დონე ჯერ კიდევ არ არის მაღალი. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს საკმარისი ცოდნა სოციალური მედიის მართვისა და მისი მენტალური ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ. ადგილობრივი ბიზნესები ხშირად არ ფლობენ კონკრეტულ პოლიტიკას ან ინსტრუმენტებს, რათა შეამცირონ სოციალური ქსელებით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების რისკი.

ამიტომაც, ქართული კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მედიის მოხმარების ეფექტიანი მართვის მექანიზმების შემუშავება. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც სპეციალურ ტრენინგებს თანამშრომლებისთვის, რომლებიც აუმჯობესებენ მათი მედიაჰიგიენის უნარებს, ისე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებს, რაც საერთო ჯამში თანამშრომელთა კეთილდღეობას და კომპანიის სტაბილურობას უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში, თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება კომპანიებისთვის არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიციაა.