ანალიტიკა

რამდენად ცვლის ციფრული გადახდები ფულის კულტურას საქართველოში?

ბოლო ათწლეულში მსოფლიომ გადამწყვეტად შეცვალა ფულის მოხმარების ფორმა. ნაღდი ფული — რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი ინსტრუმენტი

რამდენად ცვლის ციფრული გადახდები ფულის კულტურას საქართველოში?

ბოლო ათწლეულში მსოფლიომ გადამწყვეტად შეცვალა ფულის მოხმარების ფორმა. ნაღდი ფულირომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი ინსტრუმენტისულ უფრო ნაკლებად ჩანს ყოველდღიურ ცირკულაციაში. სკანდინავიის ქვეყნებში მისი წილი ტრანზაქციებში უკვე ერთნიშნაა, ჩინეთში QR კოდით გადახდა გახდა ყოველდღიური ნორმა, ხოლო სინგაპურში ქუჩის მოვაჭრებიც კი იღებენ მხოლოდ ციფრულ გადახდებს.

ამ ტრენდს მხარს უმთავრესად ტექნოლოგიური კომფორტი და უსაფრთხოების სურვილი უჭერს: ციფრული გადახდები უფრო სწრაფია, კვალიფიცირებადია და ხშირად უფრო იაფიც. თუმცა, ამავე დროს, იზრდება დამოკიდებულება ბანკებზე, ტექნოლოგიურ გიგანტებზე და ინტერნეტზე, რაც ცვლის ძალაუფლების ბალანსს ფულის ფლობასა და გამოყენებას შორის.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფულის გადახდის ციფრული ფორმა ქმნის ახალ სოციოეკონომიკურ ზღვარს: ვისაც აქვს სმარტფონი, ინტერნეტი და საბანკო ანგარიში, მათთვის ახალი სისტემა კიდევ უფრო კომფორტულია; მაგრამ მათთვის, ვისაც ეს რესურსი არ აქვსმაგალითად, ხანდაზმული მოსახლეობა ან მოსახლეობა შორეულ რეგიონებშიციფრულ გარემოში ჩართვა ხშირად რთულია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში, კანონითაც კი ინარჩუნებენ ნაღდი ფულის წვდომას როგორც მოქალაქის უფლებას.

საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 75%-ზე მეტი უკვე ფლობს საბანკო ანგარიშს — რაც წარმოადგენს ციფრული ჩართულობის მნიშვნელოვან წინაპირობას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცვლილება საბარათე გადახდების სტრუქტურაში. ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 2013 წელს ბარათის მფლობელთა მხოლოდ 18% იყენებდა მას უშუალოდ გადახდებისთვის (POS-ტერმინალებით ან ინტერნეტით), ხოლო 82% თანხას ძირითადად ბანკომატით იღებდა. 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეიცვალაუშუალო გადახდების წილი გაიზარდა 42%-მდე, ხოლო ნაღდი ფულის გატანის წილი შემცირდა. ეს მიანიშნებს ქცევით ცვლილებაზემომხმარებლები მეტად გადადიან ციფრულ და უკონტაქტო გადახდებზე, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მოხერხებულობაზეც მეტზე მიუთითებს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის რეგიონებში, ბაზრებსა და მცირე ბიზნესში ნაღდი ფული კვლავ დომინირებს. სოციალური ჩვევები, ინფრასტრუქტურული სირთულეები და ნდობის საკითხი ხშირად აფერხებს ციფრული არხების გამოყენებას.

ამიტომ, ციფრული გადახდების გავრცელება არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ როგორც ტექნოლოგიური მიღწევაის ნიშნავს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცვლილებას, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ სერვისების დანერგვას, არამედ მომხმარებელთა რეალურ ჩართვას, წვდომას და ნდობის მოპოვებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ციფრული ეკონომიკა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი.