ანალიტიკა

ისრაელის მოქალაქეების აქტივობა  თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე

2025 წლის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ–ერთ ყველაზე თვალსაჩინო ტრენდად იქცა ისრაელის მოქალაქეების გააქტიურება, რომელთა წილმა წლის პირველ ხუთ თვეში

ისრაელის მოქალაქეების აქტივობა  თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე

2025 წლის უძრავი ქონების ბაზარზე ერთერთ ყველაზე თვალსაჩინო ტრენდად იქცა ისრაელის მოქალაქეების გააქტიურება, რომელთა წილმა წლის პირველ ხუთ თვეში გაყიდვებში უკვე 11%- მიაღწია. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, როცა თბილისის უძრავ ქონებაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი წლიდან წლამდე იზრდება, ადგილობრივების წილი კი მცირდება. თუ 2024 წელს თბილისში ბინების 79% საქართველოს მოქალაქეებზე იყიდებოდა, 2025 წელს ეს წილი 77%-მდე შემცირდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების როლი ბაზარზე კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა.

Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2025 წლის 5 თვეში, ისრაელის მოქალაქეებმა თბილისში 1 745 ბინა შეიძინეს. შედარებისთვის, რუსეთის მოქალაქეებმა ამავე პერიოდში 317 ბინა იყიდეს, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე 1 587 ბინა მოდის. მთლიანობაში, წლის პირველ ხუთ თვეში თბილისში 15 865 ბინა გაიყიდა, რაშიც ჯამური თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ისრაელის მოქალაქეების გააქტიურება თბილისის ბაზარზე რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ერთის მხრივ, ამას ხელს უწყობს ისრაელში არსებული გეოპოლიტიკური და სოციალური გაურკვევლობამრავალი ოჯახი აქტიურად ეძებს უსაფრთხო და ფინანსურად მომგებიან აქტივებს საზღვარგარეთ. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კი მათთვის გამორჩეულია როგორც ფასის, ასევე საინვესტიციო პერსპექტივის თვალსაზრისით. თბილისი ისრაელის მოქალაქეებისთვის იქცა დაბალბარიერული შესვლის, სწრაფი რეგისტრაციისა და მართვის შესაძლებლობების მქონე ბაზრად, სადაც უძრავი ქონება სტაბილური შემოსავლის და კაპიტალის დაცვის ინსტრუმენტია.

ამ პროცესში საგრძნობლად გაიზარდა სისტემური დეველოპერების როლი. Galt & Taggart-ის მიერ გამოკითხული 135-ზე მეტი საცხოვრებელი პროექტის მაგალითზე ნათელია, რომ უცხოელების მოთხოვნა პირდაპირ მოქმედებს როგორც მშენებლობის ტემპზე, ასევე ახალ პროექტებში ინვესტირების და საცხოვრებელი სივრცეების სტანდარტების ზრდაზე. ბაზარი თანდათანობით გადაიქცა უფრო გლობალურ პლატფორმად, სადაც ადგილობრივი მოთხოვნა მხოლოდ ერთერთი შემადგენელი რგოლია, ხოლო ფასების და პროექტების პოლიტიკაზე საერთაშორისო მოთამაშეები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენენ.

ბოლო წლების განმავლობაში ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველოს უძრავი ქონება იქცა ერთგვარ საინვესტიციოსაფარად“ – როგორც გაქცევის, ასევე დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად. ეს ტენდენცია აჩქარებს უძრავი ქონების ბაზრის ტრანსფორმაციას, ზრდის კონკურენციას ადგილობრივ მოთამაშეებს შორის, აჩენს ახალ ფინანსურ პროდუქტებს და თბილისის უძრავ ქონებას მატებს ახალ ეკონომიკურ და კულტურულ ფენას.

ამავდროულად, საერთაშორისო ინვესტორების გააქტიურება ქმნის როგორც ახალ შესაძლებლობებს, ასევე რისკებსბაზრის სპეკულაციური ხასიათის გაძლიერება, ფასების დინამიკის შეცვლა და ბინების ხელმისაწვდომობის საკითხები მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდება, როგორც მმართველობისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2025 წელს უკვე გლობალური მოთამაშეების არენაა, სადაც ისრაელის მოქალაქეების როლიმხოლოდ დასაწყისია ახალი, გაცილებით დინამიკური ეპოქისა.