ანალიტიკა

ინფლაციის პარადოქსები: რას გვიამბობს აპრილის მონაცემები საქართველოდან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის აპრილის მონაცემები ცხადყოფს, რომ ამჟამად ინფლაცია მთლიანობაში სტაბილურია – თვიური

ინფლაციის პარადოქსები: რას გვიამბობს აპრილის მონაცემები საქართველოდან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის აპრილის მონაცემები ცხადყოფს, რომ ამჟამად ინფლაცია მთლიანობაში სტაბილურიათვიური მაჩვენებელი 0.2 პროცენტს, წლიური კი 3.4 პროცენტს შეადგენს. თუმცა, მაჩვენებლის მიღმა იმალება ისეთი დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოქალაქის ყოველდღიურ ხარჯზე. ფასების ცვლილებების შიდა სტრუქტურა უფრო საინტერესო და ზოგჯერ მოულოდნელიც კია.

ყველაზე მეტად გაძვირდა ის პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურ მოხმარებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებსმაგალითად, ზეთი, ბოსტნეული, ჩაი და პური. მათი ფასები ზოგ შემთხვევაში 15 პროცენტზე მეტად გაიზარდა. ამ პროდუქტებზე გაზრდილი ხარჯი განსაკუთრებით მოქმედებს იმ მოქალაქეებზე, ვისთვისაც საოჯახო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ საკვებზე მოდის. ამავდროულად, სამედიცინო მომსახურებაც გახდა ძვირი, რაც იშვიათად ხვდება ეკონომიკურ დღის წესრიგში, თუმცა მოსახლეობისთვის სერიოზული ტვირთია.

მეორე მხრივ, ინფლაციის სტატისტიკაზე დამამშვიდებლად იმოქმედა რამდენიმე სფეროს პროდუქტების/სერვისების გაიაფებამ. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია კავშირგაბმულობაინტერნეტისა და ტელეკომის მომსახურება მნიშვნელოვნად გაიაფდა. ტრანსპორტის ნაწილშიც შეიმჩნევა ფასების კლება, განსაკუთრებით საწვავის და ავტომობილის შეძენის მიმართულებით. თუმცა ტრანსპორტის მომსახურება, პირიქით, გაძვირდა.

ამგვარი არათანაბარი სურათი მიუთითებს, რომ ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი ხშირად ვერ ასახავს იმ რეალობას, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად განიცდის. ვინც ხშირად ყიდულობს ბოსტნეულს, ზეთს ან იყენებს სამედიცინო სერვისებს, ინფლაციას გაცილებით მძაფრად გრძნობს, ვიდრე ის, ვისთვისაც ხარჯების ძირითადი ნაწილი  საწვავზე მოდის.

აპრილის ინფლაციის მონაცემები გვახსენებს, რომ ეკონომიკური რეალობის გააზრება მხოლოდ მშრალი მაჩვენებლებით არ ხდება. მნიშვნელოვანია, რას ვიღებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ ოფიციალური პროცენტების მიღმადა ვინ როგორ განიცდის ამ ცვლილებებს.