ანალიტიკა

ბავშვთა სიღარიბე საქართველოში: რისკები და ტენდენციები

ბავშვები სიღარიბისგან ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის არიან ნებისმიერ საზოგადოებაში, თუმცა საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საერთო

ბავშვთა სიღარიბე საქართველოში: რისკები და ტენდენციები

ბავშვები სიღარიბისგან ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის არიან ნებისმიერ საზოგადოებაში, თუმცა საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სიღარიბის მაჩვენებლები ბოლო წლებში იკლებს, ბავშვების მდგომარეობა გვაჩვენებს, რომ მაინც არსებობს სიღარიბის ისეთი ფორმები, რომლებიც მხოლოდ ეკონომიკური ზრდით მარტივად ვერ გადაწყდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 12.1% იყო (საქსტატი, 2025). ეს ნიშნავს, რომ ყოველი მერვე ბავშვი ვერ ახერხებს იმ მინიმალური მოხმარების მიღწევასაც კი, რომელიც საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ამ მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ბავშვებში სიღარიბის დონე მაინც უფრო მაღალია, ვიდრე მოსახლეობის სხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ეს სურათი მიუთითებს, რომ ბავშვები რჩებიან ეკონომიკური სირთულეების პირდაპირ ზეწოლის ქვეშ.

თუმცა სიღარიბე მხოლოდ ფულის არარსებობა არ არის. ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს უამრავი სხვა ფაქტორიცდაწყებული განათლების ხელმისაწვდომობით, ჰიგიენური პირობებით, კვებითა და ჯანდაცვით, დამთავრებული ემოციური სტაბილურობით და სოციალური ჩართულობით.

UNICEF-ის მიერ ჩატარებული მრავალგანზომილებიანი კვლევის (MICS 2022) მიხედვით, ბავშვების დაახლოებით 37.8% განიცდის დეფიციტს მინიმუმ სამი ძირითადი საჭიროების კატეგორიაში 16-დან (UNICEF, MICS 2022). ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მესამე ბავშვი საქართველოში ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, არ აქვს საჭირო ჰიგიენური პირობები ან ვეღარ სარგებლობს განათლებისთვის აუცილებელი რესურსებით. სოფლად ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო სერიოზული სახე აქვსაქ 47.1% ბავშვი განიცდის მრავალგანზომილებიან სიღარიბეს, ქალაქში კი ეს რიცხვი 31.2% შეადგენს (UNICEF, MICS 2022).

განათლებაზე წვდომა ამ სურათის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. UNICEF-ის მონაცემებით, ბავშვების 45% არ ფლობს აუცილებელ სასწავლო მასალებს, რაც არა მხოლოდ ყოველდღიურ სწავლებაზე ახდენს გავლენას, არამედ მომავალში მათ დასაქმებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებზეც აისახება (UNICEF, MICS 2022). ამასთან ერთად, 35% ბავშვს სკოლაში ყოველდღიური კვების სერვისიც არ გააჩნია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

ჯანმრთელობის მიმართულებით გამოწვევები კიდევ უფრო მრავალფეროვანია. UNICEF-ის მონაცემებით, დაახლოებით 29,000 ბავშვს არ აქვს ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე და საპონზე ხელის დასაბანადრაც ინფექციებისა და დაავადებების რისკს ზრდის (UNICEF, MICS 2022). ამასთან, 12% ბავშვს არ მიუღია საჭირო სამედიცინო დახმარება, ხოლო თითქმის 5% ვერ მიუღია აუცილებელი მედიკამენტები (UNICEF, MICS 2022).

ბავშვთა სიღარიბის გავლენა მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიებით არ შემოიფარგლება. UNICEF-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, სიღარიბეში გაზრდილი ბავშვები ხშირად განიცდიან განვითარების შეფერხებებს, ემოციურ სტრესს, ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემებს (UNICEF, 2021). ადრეული ასაკიდან გამუდმებულ გაჭირვებაში ცხოვრება ბავშვის მომავალ სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მყისიერად ახდენს გავლენას.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ამ პრობლემების შესამსუბუქებლადმაგალითად, სოციალური დახმარებების გაზრდა და ბავშვებზე ფოკუსირებული პროგრამების განხორციელებამიღწეული პროგრესი ჯერ კიდევ არასაკმარისია. მაგალითად, 2015-2017 წლებში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ბავშვებში 16.8%დან 6.8%მდე შემცირდა (UNICEF, 2019), რაც დადებითი ნაბიჯია. თუმცა არსებული დინამიკა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით უფრო კომპლექსური და ყოვლისმომცველი სტრატეგიებია საჭირო.

ბავშვთა სიღარიბე არ არის მხოლოდ ერთჯერადი დახმარებების საჭიროებაის მოითხოვს სისტემურ, გრძელვადიან პოლიტიკას. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფა არის ის მიმართულებები, სადაც სახელმწიფოს სერიოზული ჩარევა ესაჭიროება.

საბოლოოდ, ბავშვთა სიღარიბე საქართველოში რჩება ერთერთ ყველაზე მწვავე სოციალურ პრობლემად. მისი დაძლევა მხოლოდ ეკონომიკური ზრდით ვერ განხორციელდებააუცილებელია მიზანმიმართული, ჰოლისტური პოლიტიკა, რომელიც თითოეულ ბავშვს მისცემს სრულფასოვანი განვითარების შანსს.