AI ინვესტიციის მიმზიდველობა სამხრეთ კავკასიაში

სომხეთი 2026 წელს რეგიონის AI რბოლაში ლიდერობს $4 მილიარდიანი Firebird AI ქარხნის წყალობით, რომელიც სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული პროექტია. საქართველო მეორეა, როგორც ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. აზერბაიჯანი მესამეა, მაგრამ ყველაზე სწრაფად ამცირებს ჩამორჩენას ცენტრალიზებული პოლიტიკის განხორციელებით.

სამი პატარა ეკონომიკა (თითქმის თანაბარტოლი) სამ სრულიად განსხვავებულ ფსონს დებს ხელოვნურ ინტელექტზე და ეს ფსონები საკმარისად დიდია, რომ გლობალური ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდეს. ანგარიში აფასებს თითოეულ ქვეყანას ექვსი კრიტერიუმის მიხედვით: ინფრასტრუქტურა, ტალანტი, სახელმწიფო სტრატეგია, ვერჩურული კაპიტალი, ინოვაციის შედეგები და ბიზნეს გარემო.

სომხეთი (#1) – $4 მლრდიანი Firebird AI ქარხნის სამშობლო, რომელიც გამოცხდებულია NVIDIA-სთან და 10,700+ ტექ. კომპანიასთან ერთად. სტარტაპების აქტივობა 2025 წელს 22.8%-ით გაიზარდა, $164 მლნ საერთო დაფინანსებით – AI სტარტაპების ყველაზე ძლიერი ეკოსისტემა მოსახლეობის ერთ სულზე

საქართველო (#2· საუკეთესო ბიზნეს გარემო)მაღალი ინოვაციის ინდექსით (57- გლობალურად), ვირტუალური ზონის სტატუსით 0%-იანი მოგების გადასახადით და 24,100+ IT კომპანიითოპტიმალური ადგილია IT სერვისებისა და კორპორატიული R&D ცენტრებისთვის.

აზერბაიჯანი (#3· ყველაზე სწრაფი ნახტომი) – მიიღო დეტალური AI სტრატეგია 2025-2028 წლებისთვის და Oxford Insights-ის სამთავრობო AI მზადყოფნის ინდექსში 41 პოზიციით აინაცვლა და დაიკავა #67 გლობალურად. ხოლო, სამხრეთ კავკასიაში პირველია ამ მაჩვენებლით. GovTech პარტნიორებისთვის საუკეთესო ოფციაა

სწორი მიმართულება ინვესტორის ტიპზეა დამოკიდებული. Hyperscale-ერებს და ადრეული ეტაპის VC-ებს სომხეთი შესთავაზებს ყველაზე მეტს; სტაბილური ბიზნესგარემოს კუთხით და დაბალი გადასახადებითსაქართველო; ხოლო სახელმწიფოტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციებითაზერბაიჯანი. 2025 წლის აგვისტოში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება გრძელვადიანი რეგიონული AI თანამშრომლობის პერსპექტივას აჩენს. ეს არის სცენარი, რომელიც სამივე ეკონომიკისთვის ერთდროულად იქნება სასარგებლო.