ანალიტიკა

საქართველოს ექსპორტი გაერთიანებულ სამეფოში: რომელ პროდუქტებზეა მაღალი კონცენტრაცია?

2024 წელს საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტმა შეადგინა 19 მილიონი აშშ დოლარი (წყარო: ITC). მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი შედარებით

საქართველოს ექსპორტი გაერთიანებულ სამეფოში: რომელ პროდუქტებზეა მაღალი კონცენტრაცია?

2024 წელს საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტმა შეადგინა 19 მილიონი აშშ დოლარი (წყარო: ITC). მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი შედარებით მცირეა საქართველოს მთლიანი ექსპორტის ფონზე, პროდუქციის სტრუქტურული ანალიზი ცხადყოფს, რომ UK-ის ბაზარზე საქართველომ უკვე დაიმკვიდრა პოზიციები სხვადასხვა სეგმენტშიიქნება ეს მსხვილი ინდუსტრიული საქონელი თუ ნიშური პროდუქცია კონკრეტული პარტნიორებისთვის.

ექსპორტის მნიშვნელობის შესაფასებლად გათვალისწინებულია სამი ძირითადი კრიტერიუმი:

  1. ექსპორტის მოცულობა – $1 მილიონი და მეტი ითვლება მაღალი ეკონომიკური წონის პროდუქტად;
  2. საქართველოსთვის სტრატეგიულობაროცა პროდუქტის ≥25% UK’s ბაზარზე გადის;
  3. UK-ისთვის სტრატეგიულობაროცა იმპორტის ≥5% მოდის საქართველოდან კონკრეტულ პროდუქტში.

ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ქართული პროდუქცია გაერთიანებულ სამეფოსთან ვაჭრობაში შეიძლება დაიყოს ხუთ ჯგუფად.

 

  1. სტრატეგიული საქართველოსთვის მაღალი წილი და მოცულობა ექსპორტის ამ პროდუქტზე
პროდუქტი ექსპორტი UK-ში (ათასი USD) წილი საქართველოს ექსპორტში  წილი UK-ს იმპორტში
ავიაციის ტურბინები და გაზის ტურბინები 6,154 25.6% 0.03%
ქალის კოსტიუმები, ბლეიზერები და ჟაკეტები 1,403 28.6% 0.05%

ავიაციის კომპონენტები წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ღირებულ საექსპორტო პროდუქტსმათზე მოდის დაახლოებით მეოთხედზე მეტი საქართველოს ექსპორტში. ამ სეგმენტში საქართველოს შანსი აქვს, გახდეს სპეციალიზებული მომწოდებელი ინდუსტრიული პროდუქტებისთვის, განსაკუთრებით სერვისული გადამუშავების ან ტრანზიტული ვაჭრობის კონტექსტში.

ქალის კოსტიუმები და ჟაკეტები კი იმ სექტორს წარმოადგენენ, სადაც საქართველო უკვე წლებია აგრძელებს ექსპორტს, ძირითადად მსუბუქი ტექსტილის საწარმოებიდან. მაღალ კონცენტრაციას შესაძლოა საფუძვლად უდგას კონკრეტული გრძელვადიანი შეკვეთები ბრიტანული კომპანიებიდან.

 

  1. სტრატეგიული UK-სთვისმაღალი წილი იმპორტში ამ პროდუქტზე საქართველოდან
პროდუქტი ექსპორტი UK-ში (ათასი USD) წილი საქართველოს ექსპორტში წილი UK-ს იმპორტში
მანგანუმის ოქსიდები 1,068 6.7% 19.3%
ფოსტის გამოუყენებელი მარკები 870 9.9% 6.7%

მანგანუმის ოქსიდების შემთხვევაში საქართველოა ერთერთი წამყვანი მომწოდებელი UK’s ბაზარზე. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მწვანე ტექნოლოგიები (მაგალითად ბატარეები) მოითხოვენ ამ ტიპის მასალებს.

ფოსტის მარკების ექსპორტი სპეციალური შემთხვევაასავარაუდოდ კოლექციონერული ან ნიშური მოთხოვნის გამო. მიუხედავად მცირე მასშტაბისა, UK-ს იმპორტში ასეთი მაღალი წილი მიუთითებს უნიკალურ შეთავაზებაზე.

 

  1. მაღალი მოცულობა, მაგრამ დაბალი სტრატეგიული წონა
პროდუქტი ექსპორტი UK-ში (ათასი USD) წილი საქართველოს ექსპორტში წილი UK-ს იმპორტში
ღვინო 1,374 0.5% 0.03%

ღვინო ერთერთი ყველაზე იდენტიფიცირებადი ქართული პროდუქტია, თუმცა რაოდენობრივი თვალსაზრისით იგი არ წარმოადგენს მყარ საექსპორტო არხს UK- ბაზარზე. ქართული ღვინო კონკურენციას უწევს ძლიერ ბრენდირებულ და კარგად დამკვიდრებულ მწარმოებლებს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია ან ახალი სამყაროს ქვეყნები. ამასთან, აქვს პოტენციალი წარსდგეს ნიშურ სეგმენტებშიმაგალითად, ქვევრის ღვინო პრემიუმ რესტორნებისთვის.

 

  1. ნიშური პროდუქტებიზომიერი წილი ორივე მხარეს
პროდუქტი ექსპორტი UK-ში (ათასი USD) წილი საქართველოს ექსპორტში წილი UK-ს იმპორტში
ფეროშენადნობები 4,193 1.3% 1.24%

ფეროშენადნობები მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს სამრეწველო მიმართულებაში. მიუხედავად იმისა, რომ არც საქართველოსთვის და არც UK-სთვის ბაზრისთვის ის არ არის დომინანტური პროდუქტი, რაოდენობრივი მოცულობა და მეტალურგიული სექტორის მზარდი მოთხოვნა ევროპის მწარმოებელ ქვეყნებში ქმნის საფუძველს ამის გაფართოებისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოხდება წარმოების ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად გაუმჯობესებული მოდერნიზაცია.

 

  1. მცირე მოცულობის, მაღალი კონცენტრაციის პროდუქტები
პროდუქტი ექსპორტი UK-ში (ათასი USD) წილი საქართველოს ექსპორტში წილი UK-ს იმპორტში
ქალის ბლუზები და პერანგები 409 44.4% 0.08%
ხის მასალა (პარკეტის ზოლები და ფრეზები) 365 53.4% 0.16%
ელექტრონული უსაფრთხოების და მოძრაობის კონტროლის მოწყობილობები 38 100.0% 0.03%
მეტალის დამუშავების დანადგარები (გლუვი ჭრა, ფორმირება) 20 66.7% 0.03%

ეს პროდუქცია მოცულობრივად მცირეა, თუმცა ის საქართველოს ექსპორტის შიგნით მაღალი კონცენტრაციით გადის UK-ში. ასეთი შემთხვევები მიუთითებს კონკრეტულ ნიშებზე და მყარი პარტნიორული ურთიერთობებზეიქნება ეს ტექსტილის ქარხანა, რომელიც მხოლოდ ბრიტანულ ბრენდებს აწვდის, ან ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელი, რომელიც კონკრეტულ შეკვეთას ასრულებს.

ხის მასალა და მეტალურგიული დანადგარები მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველომ შესაძლებელია მოიპოვა ადგილობრივი ნიშა UK- ბაზარზე. თუმცა მათ გასაზრდელად მნიშვნელოვანია ტექნიკური სტანდარტების შესაბამისობა და ლოგისტიკური სტაბილურობა. ეს სეგმენტი ხშირად იმსახურებს ნაკლებ ყურადღებას, რადგან მაჩვენებლები არ ჩანს დიდ სურათში, თუმცა ეკონომიკური მნიშვნელობა მაღალია კონკრეტული დასაქმებისთვის, საწარმოების სიცოცხლისუნარიანობისთვის და საექსპორტო სტაბილურობისთვის.