ანალიტიკა

შოპინგ-ტურიზმი თურქეთში: როგორ გადაიქცა საზღვარგარეთული ვიზიტები სავაჭრო მარშრუტებად

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ 482 ათასი ვიზიტი განახორციელეს. ამ ვიზიტებიდან თითქმის ყოველი მესამე — 154 ათასი

შოპინგ-ტურიზმი თურქეთში: როგორ გადაიქცა საზღვარგარეთული ვიზიტები სავაჭრო მარშრუტებად

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ 482 ათასი ვიზიტი განახორციელეს. ამ ვიზიტებიდან თითქმის ყოველი მესამე — 154 ათასისავაჭრო მიზნით იყო დაგეგმილი (წყარო: საქსტატი). ეს ნიშნავს, რომ შოპინგი არის ერთერთი წამყვანი მოტივი ქვეყნის გარეთ გამგზავრებისას.

შესყიდვების მიზნით მოგზაურებმა ამ პერიოდში ჯამში 207 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც მთლიანი ტურისტული ხარჯების თითქმის ნახევარია. საშუალოდ, ერთი ვიზიტის დროს შოპინგისთვის 429 ლარი იხარჯებოდარაც ცხადყოფს, რომ ბევრისთვის ეს უკვე სპონტანური სურვილი კი არა, კარგად დაგეგმილი და მნიშვნელოვან ხარჯებთან დაკავშირებული აქტივობაა (წყარო: საქსტატი).

ყველაზე პოპულარულ მიმართულებად კვლავ თურქეთი რჩებაპირველ კვარტალში იქ 185 ათასი ვიზიტი განხორციელდა. ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი განაპირობა როგორც სიახლოვემ და დაბალმა ფასებმა, ისე სავაჭრო ინფრასტრუქტურამ, რომელიც მორგებულია ქართველ მომხმარებელზე. ტრაბზონი, სტამბოლი და რიზე უკვე კარგად ნაცნობია მათთვის, ვინც თურქეთში შოპინგის მიზნით მიდის.

თუმცა ბოლო პერიოდში თურქეთში ინფლაციის მატებამ გარკვეული ნიშნულები დააფიქსირა. მაგალითად, 2024 წლის მესამე კვარტალში სასტუმროების ფასები 68 პროცენტით გაიზარდა (წყარო: PMCG). მიუხედავად ამისა, პროდუქციის შედარებით დაბალი ღირებულება ჯერჯერობით ინარჩუნებს ტურისტულ ნაკადს. ქართველ ვიზიტორთა უმრავლესობა განმეორებით მიდის — 2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების 99 პროცენტი უკვე ერთხელ ან მრავალჯერ ნამყოფმა ადამიანებმა განახორციელეს (წუარო: საქსტატი). ეს ნიშნავს, რომ მარშრუტები კარგად ნაცნობია და ხშირად მორგებულია კონკრეტულ სავაჭრო მიზნებზე.

ამ ტენდენციის ფარგლებში იზრდება ისიც, რომ შოპინგტურიზმს აღარ ჰყავს მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლები. მცირე და საშუალო ონლაინ გამყიდველები, რომლებიც საქართველოში პროდუქციას არაინსტიტუციური გზებით ყიდიან, ხშირად თავადაც მიემგზავრებიან თურქეთში საქონლის შესაძენად. სოციალურ ქსელებში მრავლად გვხვდება გვერდები, რომლებიც მომხმარებელს პირდაპირ თურქული პროდუქციით ამარაგებენ. ასე რომ, შოპინგტურიზმი ნაწილობრივ მცირე იმპორტის გზადაც იქცა.