ანალიტიკა

ავტომწარმოებლები ჰიბრიდული ავტომობილებისკენ იხრებიან: მომავლის სტრატეგია თუ ფინანსური გადარჩენა?

ბოლო წლებში მსოფლიო ავტოინდუსტრია ელექტრომობილებისკენ გადატრიალების ზღვარზე იმყოფებოდა, თუმცა ახლა ბევრი მსხვილი ავტომწარმოებელი კვლავ ბრუნდება ჰიბრიდული და შიდა წვის

ავტომწარმოებლები ჰიბრიდული ავტომობილებისკენ იხრებიან: მომავლის სტრატეგია თუ ფინანსური გადარჩენა?

ბოლო წლებში მსოფლიო ავტოინდუსტრია ელექტრომობილებისკენ გადატრიალების ზღვარზე იმყოფებოდა, თუმცა ახლა ბევრი მსხვილი ავტომწარმოებელი კვლავ ბრუნდება ჰიბრიდული და შიდა წვის ძრავიან მანქანებზე. ეს გადაწყვეტილება უმეტესად გამოწვეულია ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნით, მომგებიანობის შემცირებით და ბაზარზე არსებული რეგულაციებით. პორშე, BMW, General Motors და Mercedes-Benz იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც აქტიურად აანონსებენ ახალ შიდა წვის ძრავიან და ჰიბრიდულ მოდელებს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების გაყიდვები მზარდი ტენდენციით ვითარდებოდა, თუმცა 2024 წელს ციფრები აჩვენებს, რომ ბაზარზე გარკვეული შენელება შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და აშშ აგრძელებენ EV სექტორში ინვესტირებას, ევროპაში უფრო კონსერვატიული მიდგომა იკვეთება.

პორშე, რომელიც გაყიდვების რისკების წინაშე აღმოჩნდა, განაცხადა, რომ ის კვლავ ინვესტირებას მოახდენს შიდა წვის ძრავიან ავტომობილებში. BMW- ასევე დაადასტურა, რომ ის არა მხოლოდ ჰიბრიდების, არამედ შიდა წვის ძრავიან მოდელებსაც განავითარებს, რადგან ამ ეტაპზე ელექტრომობილების მასშტაბური წარმოება უფრო მეტ დანახარჯს მოითხოვს და მოგების მარჟა დაბალია.

ჰიბრიდული ავტომობილები კომპრომისულ გამოსავლად მიიჩნევა. ისინი აერთიანებენ შიდა წვის ძრავიან და ელექტროძრავიან ტექნოლოგიებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ როგორც ეკოლოგიურად გაუმჯობესებული სისტემით, ასევე საწვავის ეკონომიით. გარდა ამისა, ჰიბრიდები არ საჭიროებენ სრულად დატენვის ინფრასტრუქტურას, რაც ელექტრომობილების ერთერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

ჰიბრიდული მანქანების მზარდი პოპულარობის ერთერთი მთავარი ფაქტორია მათი დაბალი საოპერაციო ხარჯები და ეკოლოგიური რეგულაციების ადაპტირება. ბევრი ქვეყანა აწესებს მკაცრ ემისიების ნორმებს, მაგრამ ჰიბრიდები საშუალებას იძლევა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შიდა წვის ძრავიან მოდელებთან შედარებით.

ექსპერტების შეფასებით 2025 წლიდან ჰიბრიდებისა და შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების რაოდენობა 9%-ით გაიზრდება. 116 ახალი ჰიბრიდული მოდელის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რაც ავტომწარმოებლების მზარდი ინტერესის პირდაპირი ინდიკატორია.

იმავდროულად, Tesla-სა და სხვა ელექტრომობილების მწარმოებლებს შესაძლოა გაუჭირდეთ კონკურენციაში ჰიბრიდებთან, რადგან EV-ების ღირებულება ჯერ კიდევ მაღალია და ინფრასტრუქტურა სრულად გამართული არ არის.

Mercedes-Benz-მა ცოტა ხნის წინ გააუქმა გეგმები 17 ახალი ელექტრომობილის წარმოებაზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ EV- სტრატეგია შესაძლოა უფრო ფრთხილად განვითარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ბუმი ჯერ კიდევ ძალაშია, ჰიბრიდული ავტომობილები უახლოეს წლებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ბაზარზე. ავტომწარმოებლები იძულებულნი არიან შეინარჩუნონ ფინანსური სტაბილურობა და მაქსიმალურად ადაპტირდნენ ახალი რეგულაციებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ამიტომ, 2025-2030 წლებში, სავარაუდოდ, ვიხილავთ არა მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანების ზრდას, არამედ ჰიბრიდების ახალ ევოლუციას, რაც გვიჩვენებს, რომ შიდა წვის ძრავიანი ტექნოლოგია ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩამოშორებული საავტომობილო სამყაროს.