ანალიტიკა

ადგილობრივი ტურიზმი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს

საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი სწრაფად ფართოვდება. 2024 წელს ქვეყნის შიგნით მოგზაურობის არჩევანი ბევრისთვის საერთაშორისო ტურებზე უფრო მიმზიდველი გახდა. საქართველოს სტატისტიკის

ადგილობრივი ტურიზმი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს

საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი სწრაფად ფართოვდება. 2024 წელს ქვეყნის შიგნით მოგზაურობის არჩევანი ბევრისთვის საერთაშორისო ტურებზე უფრო მიმზიდველი გახდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ყოველთვიურად 1.3 მილიონზე მეტი ადგილობრივი მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ეს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი ზრდაა.

ქართველი მოგზაურის ტიპური პროფილი მრავალფეროვანია. ადგილობრივი მოგზაურების 55.6% ქალები არიან, ხოლო ყველაზე აქტიური ასაკობრივი ჯგუფი 31-50 წლის ადამიანები არიან, რომლებიც საერთო რაოდენობის მესამედზე მეტს შეადგენენ. ყველაზე მეტი მოგზაური თბილისიდანაა — ადგილობრივი ტურისტების 39%-ი დედაქალაქიდან გასვლას ამჯობინებს. ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები სულ უფრო მეტად ეძებენ ბუნებასა და კულტურულ ძეგლებს.

მოგზაურობის მთავარი მიზეზი ოჯახთან და მეგობრებთან კავშირის შენარჩუნებაა. 51% საკუთარ ვიზიტებს ახლობლებთან შეხვედრისთვის გეგმავს. ოჯახური ვიზიტების გარდამნიშვნელოვან ადგილს იკავებს საყიდლები. 16% მოგზაურობს სწორად საყიდლებისთვის, ხოლო 11% დასვენებისა და რეკრეაციისთვის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტურიზმი, მათ შორის მინერალურ წყაროებსა და კურორტებზე ვიზიტი, 8%- შეადგენს.

ადგილობრივი ტურისტები საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ. ყოველთვიურად მათი მიერ დახარჯული თანხა 300 მილიონ ლარს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. ერთი მოგზაურის საშუალო ხარჯი 183 ლარია, რომლის დიდი ნაწილი შოპინგზე მიდის.

ყველაზე პოპულარული მიმართულება კვლავ თბილისია, რომელიც ყველა ვიზიტის 23%- იზიდავს. იმერეთი მეორე ადგილზეა 22%-ით, რაც მის მდიდარ ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება. აჭარა, რომელიც ადრე ლიდერობდა, ახლა ადგილობრივი ტურისტების მხოლოდ 6%- იზიდავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართველები ტრადიციული სანაპირო ტურების გარდა სხვა მიმართულებებსაც განიხილავენ.

ქართველების უმეტესობა მოგზაურობის გამოცდილებით კმაყოფილია. 87% ამბობს, რომ მათი ადგილობრივი მოგზაურობა დადებითი გამოცდილება იყო.

ამ ტენდენციის მდგრადობა მომავალზეა დამოკიდებული. თუ ტურიზმის ინფრასტრუქტურა განვითარდება, ადგილობრივი მოგზაურობის პოპულარობა შესაძლოა მუდმივ ტენდენციად გადაიქცეს. ამ მონაცემების ფონზე ჩანს, რომ ბევრისთვის საქართველო ისევ აღმოჩენის ეტაპზეა.