ანალიტიკა

გლობალური ვაჭრობის ახალ რისკებთან დაპირისპირება

იაპონური ავტომწარმოებლების მექსიკაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები მზარდი რისკების წინაშე დგას, რაც გამოწვეულია აშშ–ის სავაჭრო პოლიტიკის გაურკვევლობითა და ტარიფების ზრდის

გლობალური ვაჭრობის ახალ რისკებთან დაპირისპირება

იაპონური ავტომწარმოებლების მექსიკაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები მზარდი რისკების წინაშე დგას, რაც გამოწვეულია აშშის სავაჭრო პოლიტიკის გაურკვევლობითა და ტარიფების ზრდის საფრთხით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში იაპონურმა კომპანიებმა მექსიკაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, რაც ავტომობილებისა და მათი კომპონენტების წარმოების ქსელის შექმნას ისახავდა მიზნად.

მექსიკის საავტომობილო ინდუსტრია მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა იაფი მუშახელის ხარჯზე წარმოების ოპტიმიზაციასა და თავისუფალ ვაჭრობას აშშსთან. თუმცა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების ზრდის მუქარამ შექმნა ვითარება, სადაც ავტომწარმოებლები იძულებულნი არიან გადახედონ თავიანთ სტრატეგიებს და წარმოების ქსელს.

იაპონური ავტომწარმოებლები, როგორიცაა Toyota, Mazda, Honda და Nissan, წლების განმავლობაში წარმატებით იყენებდნენ მექსიკას, როგორც პლატფორმას აშშსა და სხვა ბაზრებზე ავტომობილების ექსპორტისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მექსიკამ ხელი მოაწერა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (NAFTA) აშშსა და კანადასთან 1992 წელს, კომპანიებმა აქ თავიანთი ქარხნების ქსელი გააფართოეს.

მექსიკაში წარმოებული იაპონური მანქანების 82% ექსპორტზე გადის, ძირითადად ამერიკულ ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს აშშის ტარიფების პოლიტიკის მნიშვნელობას სექტორისთვის. Nissan- იყო პირველი იაპონური ავტომწარმოებელი, რომელმაც მექსიკაში ქარხანა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახსნა.

თუმცა, 2024 წლის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა 25%-იანი ტარიფი დაწესდეს ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას აშშში. ეს ცვლილება, თუკი რეალურად ამოქმედდება, მექსიკაში ავტომწარმოებელთა ბიზნესმოდელს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს.

ავტომწარმოებლები ახლა ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ იმოქმედებენ ტარიფების ზრდაზე და რამდენად დასაშვებია ინვესტიციების გადანაწილება სხვა რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთაღმოსავლეთ აზია. იაპონური კომპანიის Plasess-ის პრეზიდენტი იასუიო კომურა აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა ბიზნესისთვის დიდ გაურკვევლობას ქმნის:
ძალიან რთულია მოქმედება, როდესაც ვიცით, რომ აშშის სავაჭრო პოლიტიკა მუდმივად იცვლება. ბიზნესგეგმების შემუშავება თითქმის შეუძლებელია.”

აღნიშნული გამოწვევების ფონზე, Toyota- უკვე დაიწყო საწარმოო ხაზების შეცვლა, რათა ფოკუსირდეს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული ამერიკულ ბაზარზე. თუმცა, კომპანიებისთვის რთულია სწრაფად მოახდინონ დიდი ინვესტიციების გადალაგება, რადგან მექსიკაში უკვე მოქმედებს მსხვილი ქარხნები, რომელთა წარმოების გადატანა მაღალი ხარჯებით არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, მექსიკა, როგორც საწარმოო ბაზა, უკვე აწყდება შიდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს, მათ შორის დანაშაულის ზრდას და საწარმოთა უსაფრთხოების პრობლემებს. განსაკუთრებით სარისკოა გუანახუატოს რეგიონი, სადაც მრავალი იაპონური ქარხანა მდებარეობს და სადაც ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების გავლენა იზრდება.

იაპონელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ავტომწარმოებლებს უწევთ შეიმუშაონ სტრატეგიები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანებს რისკებს ტარიფების ზრდის შემთხვევაში. ერთერთი ალტერნატივა არის ინვესტიციების გადატანა ვიეტნამში, ინდოეთში და სხვა სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, სადაც წარმოების ხარჯები შედარებით დაბალია, ხოლო ვაჭრობის პირობები აშშთან უფრო მოქნილია.

მიუხედავად ამისა, მექსიკაში ინვესტიციების მოცულობა იმდენად დიდია, რომ ავტომწარმოებლებს არ შეუძლიათ სწრაფი გამოსვლა ამ ბაზრიდან. შედეგად, კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ საწარმოთა ოპერაციული ეფექტურობა, რათა შეამცირონ პოტენციური ზარალი სავაჭრო პოლიტიკის ცვლილების შემთხვევაში.

მომზადებუალია – FT.com მასალების მიხედვით