ანალიტიკა

რა მიზნით მოგზაურობენ საქართველოს რეზიდენტები საზღვარგარეთ?

საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზნები მრავალფეროვანია, თუმცა ზოგიერთი კატეგორია აშკარად ლიდერობს. ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენციები იცვლება და 2024

რა მიზნით მოგზაურობენ საქართველოს რეზიდენტები საზღვარგარეთ?

საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზნები მრავალფეროვანია, თუმცა ზოგიერთი კატეგორია აშკარად ლიდერობს. ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენციები იცვლება და 2024 წელს, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, გარკვეული საინტერესო ცვლილებები გამოვლინდა.

დასვენებისა და გართობის მიზნით მოგზაურობა 32%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ეს მიანიშნებს, რომ უფრო მეტი რეზიდენტი ირჩევს საზღვარგარეთ დასვენებას, იქნება ეს ზღვისპირა კურორტები, მთის კურორტები თუ კულტურული ტურები. ამ კატეგორიამ საერთო ვიზიტების დაახლოებით 19%- მიაღწია.

ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად გასვლები კვლავ ყველაზე დიდი წილის მფლობელია – მთლიანის ვიზიტების ერთი მესამედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კატეგორია ინარჩუნებს ლიდერობას, მისი ზრდა შედარებით მცირეა – 4%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს.

საყიდლებთან დაკავშირებული ვიზიტების რაოდენობა წლიურად შემცირდა 7%-ით, თუმცა მაინც ერთერთ ყველაზე გავრცელებულ მიზნად რჩება და საერთო ვიზიტების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს.

მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით მოგზაურობა შემცირდა 24%-ით, რაც საერთო ვიზიტების მხოლოდ 2%- შეადგენს, რაც შედარებით მცირე მაჩვენებელია.

საინტერესოა, რომ ბიზნეს და პროფესიულ მოგზაურობებში მნიშვნელოვანი კლებააამ კატეგორიის ვიზიტები 17%-ით შემცირდა და საერთო ვიზიტების მეათედს შეადგენს. სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია დისტანციური მუშაობისა და ონლაინ შეხვედრების მზარდ პოპულარობასთან, რაც ბევრ კომპანიას აძლევს საშუალებას, საერთაშორისო საქმიანობა საზღვარგარეთ მოგზაურობის გარეშე აწარმოოს.

მსოფლიო მასშტაბით ტურიზმიც მსგავსად იცვლება. დასვენებისა და გართობის მიზნით მოგზაურობა გაცილებით სწრაფად აღდგა, ვიდრე საქმიანი ვიზიტები, რაც მიანიშნებს, რომ ადამიანები უფრო ხშირად გეგმავენ პირად და დასვენებით ტურებს, ვიდრე პროფესიულ შეხვედრებს. ამასთან, ბლეჟერ (bleisure) ტურიზმის ტენდენცია აქტიურად იზრდებაპროფესიონალთა დიდი ნაწილი უკვე ცდილობს, მივლინებების დროს დამატებითი დღეები პირადი დასვენებისთვის გამოიყენოს.

როგორც მონაცემები აჩვენებს, საქართველოს რეზიდენტები საზღვარგარეთ უფრო ხშირად მიემგზავრებიან დასვენებისა და პირადი საჭიროებებისთვის, ვიდრე საქმიანი შეხვედრებისთვის. ტენდენცია იმაზე მიანიშნებს, რომ მოგზაურობა სულ უფრო მეტად კომფორტისა და სიამოვნების წყაროა, ვიდრე პროფესიული ვალდებულებების ნაწილი.