ანალიტიკა

რა განაპირობებს ლუდის ფასის ზრდას საქართველოში?

2024 წელს საქართველოში ლუდის ფასები 14%-ით გაიზარდა (წყარო: Geostat). ეს ზრდა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორის ნედლეულზე ფასის მატებით,

რა განაპირობებს ლუდის ფასის ზრდას საქართველოში?

2024 წელს საქართველოში ლუდის ფასები 14%-ით გაიზარდა (წყარო: Geostat). ეს ზრდა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორის ნედლეულზე ფასის მატებით, იმპორტის დაბალი წილით, ბაზრის კონცენტრაციით, ბოთლების ტიპების ცვლილებებითა და ა.შ.

2023 წელს საქართველოში ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოების იყო, რაც ნიშნავს, რომ ფასის ფორმირებაზე ძირითადად ადგილობრივი ფაქტორები მოქმედებს. ბაზარზე დომინირებს ოთხი მთავარი მწარმოებელი: ლომისი, ქართული ლუდის კომპანია, გლობალ ბიერ ჯორჯია და არგო (წყარო: Galt & Taggart). კონკურენციის შედარებით დაბალი დონე ადგილობრივ მწარმოებლებს უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს ფასების ცვლილებაზე გავლენის მოსახდენად.

ლუდის შეფუთვაში ჯერ კიდევ 2.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლები დომინირებს, თუმცა მათი წილი იკლებს. მომხმარებელთა ნაწილი აქტიურად გადადის ქილებზე, მინის ბოთლებზე და დიდ კეგებზე, რაც ბარებსა და რესტორნებში მოხმარების ზრდასთან არის დაკავშირებული (წყარო: Galt & Taggart). მინის ბოთლებისა და ქილების გაზრდილი წილი, რომლებიც წარმოებაში და ტრანსპორტირებაში უფრო ძვირია, დამატებითი გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე.

იმპორტი ასევე იზრდება და 2024 წელს რეკორდულ 17 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 23%-იანი წლიური ზრდაა (წყარო: საქასტატი). ადგილობრივი ფასების ზრდა იმპორტირებულ ლუდს უფრო კონკურენტულს ხდის. იმპორტის ზრდა განსაკუთრებით შეიმჩნევა გერმანული, ბელგიური და ჩეხური ბრენდების სეგმენტში, რომლებიც მაღალი ფასის მიუხედავად, მაინც მეტ პოპულარობას იძენენ.

ლუდის ფასების ცვლილებაზე ყველაზე დიდი გავლენა ადგილობრივ ფაქტორებს აქვს, თუმცა იმპორტის ზრდა, საერთაშორისო ბრენდების გააქტიურება და მომხმარებელთა ქცევის ცვლილება შეიძლება მომავალში ბაზარზე ახალ დინამიკას შექმნის წინაპირობა გახდეს. როგორც ითქვა, მაღალი ფასების ფონზე, იმპორტირებული ლუდი უფრო აქტიური მოთამაშე ხდება და ეს კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს.