ანალიტიკა

უალკოჰოლო ლუდის მზარდი პოპულარობა გლობალურ და ქართულ ბაზრებზე

უალკოჰოლო ლუდი სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს მთელ მსოფლიოში, როგორც ჯანმრთელობისთვის მეტად მისაღები და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდამჭერი ალტერნატივა.

უალკოჰოლო ლუდის მზარდი პოპულარობა გლობალურ და ქართულ ბაზრებზე

უალკოჰოლო ლუდი სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს მთელ მსოფლიოში, როგორც ჯანმრთელობისთვის მეტად მისაღები და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდამჭერი ალტერნატივა. გლობალური ტენდენციები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ალკოჰოლს ერიდებიან ან ამცირებენ მის მიღებას, მუდმივად იზრდება, რაც უალკოჰოლო ლუდის გაყიდვების გაფართოებას განაპირობებს.

2024 წელს გლობალური უალკოჰოლო ლუდის ბაზარი 18.8 მილიარდი აშშ დოლარის იყო, ხოლო 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 5.3%-ით გაიზრდება (წყარო: Statista). მომხმარებელთა მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ისეთ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების ჯანსაღი სტილი პოპულარული გახდა.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ლუდის მწარმოებლები აქტიურად ადაპტირდნენ ამ მოთხოვნილებებთან. ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Heineken, Budweiser, Guinness და Carlsberg, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ უალკოჰოლო ლუდის პროდუქტებზე. მაგალითად, Heineken 0.0, რომელიც 2023 წლისთვის უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა, გაყიდვების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად იქცა.

გაიზარდა უალკოჰოლო ლუდის მოთხოვნა ისეთ ბაზრებზე, რომლებიც ტრადიციულად ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვას ითვალისწინებენ. საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები უალკოჰოლო ლუდის ერთ-ერთი უდიდესი იმპორტიორები არიან.

საქართველოში უალკოჰოლო ლუდის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარებადია. 2015 წელს იმპორტის მოცულობა 339 ათასი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2024 წელს მან  რეკორდულ 834 ათას აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, ეს რაოდენობა ძალიან დაბალია ალკოჰოლური ლუდის ბაზართან შედარებით, სადაც იმპორტისა და წარმოების მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

ეს ციფრები მიუთითებს, რომ უალკოჰოლო ლუდის ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ დიდი პოტენციალია ზრდისთვის. მომხმარებელთა ინტერესის ზრდა ცხოვრების ჯანსაღი სტილის მიმართ, გლობალური ტენდენციების გავლენა და უცხოური ბრენდების აქტიურობა ამ სეგმენტის განვითარებისკენ მიუთითებს. გარდა ამისა, ისეთი ქვეყნების გამოცდილება, როგორიცაა გერმანია და ნიდერლანდები, სადაც უალკოჰოლო ლუდის წილი 10%-ს აღწევს საერთო ლუდის ბაზარზე, აჩვენებს, რომ საქართველოში ასევე თეორიულად შესაძლებელია მსგავსი ტენდენციების განმტკიცება.