ანალიტიკა

გლობალური ყავის ბაზარი და ტენდენციები საქართველოში

გლობალური ყავის ბაზარი 2024 წელს ეკონომიკური და კლიმატური გამოწვევების გამო განსაკუთრებული ცვალებადობით გამოირჩეოდა. ყავის საერთაშორისო ფასები, რომლებიც ბოლო წლებში

გლობალური ყავის ბაზარი და ტენდენციები საქართველოში

გლობალური ყავის ბაზარი 2024 წელს ეკონომიკური და კლიმატური გამოწვევების გამო განსაკუთრებული ცვალებადობით გამოირჩეოდა. ყავის საერთაშორისო ფასები, რომლებიც ბოლო წლებში მნიშვნელოვან ზრდას განიცდის, ბოლო წელსაც გაიზარდა დაახლოებით 15%-ით. ამ ზრდის მთავარი ფაქტორებია კლიმატური ცვლილებები, ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების პრობლემები და მზარდი მოთხოვნა ახალი ბაზრებისგან.

ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში ყავის უმსხვილესი ექსპორტიორია, ყავის მარცვლების მოსავლიანობა წლევანდელ სეზონზე 8%-ით შემცირდა გვალვების და წვიმის გადაჭარბებული მონაცვლეობის გამო. მსგავსი პრობლემები შეინიშნება კოლუმბიასა და ვიეტნამშიც, რაც მიწოდების შემცირებას იწვევს. მაგალითად, ვიეტნამში ყავის პლანტაციების 20%-ზე მეტი დაზიანდა ზედმეტი ტენიანობის შედეგად, რაც პირდაპირ აისახა არაბიკისა და რობუსტას ფასებზე.

საერთაშორისო დონეზე მოთხოვნის ზრდაც დიდ როლს თამაშობენ აზიის ბაზრები, განსაკუთრებით ჩინეთი და ინდოეთი, კვლავ აჩვენებენ ყავის მოხმარების მნიშვნელოვნად მზარდ დინამიკას. ჩინეთში ყავის მოხმარება 2024 წელს 12%-ით გაიზარდა, რაც ამ ბაზრის ტრანსფორმაციის მაჩვენებელია. აზიის სხვა ქვეყნები ასევე იწყებენ ყავის ექსპორტის გაზრდილი რაოდენობების იმპორტს, რაც გლობალურ მიწოდებაზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს.

გარდა ამისა, ტრანსპორტირების ხარჯები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის პარალელურად იზრდება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყავის ფასებზე. პორტების გადატვირთულობამ, ტვირთის გადაზიდვის ხანგრძლივი ვადებმა და საწვავის ფასების ზრდამ 2024 წელს დაახლოებით 10%-ით გააძვირა პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვა. 

საქართველოში ყავის ფასები 2024 წელს მნიშვნელოვანი მატებით ხასიათდებოდა. დაფქული ყავის ფასი წინა წელთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა, ხოლო ხსნადი ყავის ფასმა 7.7%-ით მოიმატა (წყარო: საქსტატი). მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წლიური ინფლაცია მხოლოდ 1.9%-ია, ყავის ფასების ზრდა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ფასების ეს ზრდა არა მხოლოდ გლობალური ბაზრის ცვალებადობითაა განპირობებული, არამედ საქართველოს მცირე ბაზრის მოწყვლადობითაც.

გლობალური ბაზრების გამოწვევები პირდაპირ აისახება საქართველოში. მაგალითად, ბრაზილიისა და ვიეტნამის მიწოდების პრობლემები ზრდის იმპორტირებულ ყავის თვითღირებულებას, რაც საბოლოო პროდუქტზე ფასის მატებით სრულდება. საქართველო, რომელიც მთლიანად იმპორტირებულ ყავაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ ცვლილებების მიმართ. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა, რომელიც პანდემიის შემდგომ ეტაპზე განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, დამატებით ფასს უმატებს პროდუქტს.

ფასების მატებაზე გავლენას ახდენს მოთხოვნის ცვალებადობაც. საქართველომ ბოლო წლებში ყავის მოხმარების ზრდა აჩვენა, რაც შესაძლოა კულტურული ცვლილებებისა და ყავის მომხმარებელთა სეგმენტაციის ზრდას უკავშირდებოდეს. 2024 წელს დაფქული ყავის გაზრდილი ფასი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ეს პროდუქტი უფრო პრემიალურ კატეგორიას ეკუთვნის და მოთხოვნის სტრუქტურა იცვლება, სადაც მომხმარებლები პრემიუმ პროდუქციას მეტად ანიჭებენ უპირატესობას.

საინტერესოა, რომ ხსნადი ყავის ფასების ზრდა შედარებით ნაკლებია. ხსნადი ყავა, როგორც წესი, უფრო სტაბილურია და მომხმარებლებისთვის ეკონომიურ ალტერნატივას წარმოადგენს. ეს პროდუქტი ასევე შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა საერთაშორისო ფასების ცვალებადობის მიმართ, რაც გამოიხატება მის შედარებით დაბალ ფასის ზრდაში.

ყავის ფასების ზრდა არ არის მხოლოდ საერთაშორისო ბაზრების ან ადგილობრივი ფაქტორების შედეგი — ეს უფრო რთული კომბინაციაა, რომელიც მოიცავს მოთხოვნის სტრუქტურის ცვლილებას, მიწოდების პრობლემებს და გლობალური ლოგისტიკის გამოწვევებს.