შენი კომპიუტერი ჰოლივუდისთვის ემზადება
ხელოვნური ინტელექტი კინოს ინდუსტრიაში რევოლუციური ცვილებებისთვის ემაზდება. ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების განვითარება შესაძლებლობებს იძლევა ფილმების წარმოებამ კინო პავილიონებიდან
ხელოვნური ინტელექტი კინოს ინდუსტრიაში რევოლუციური ცვილებებისთვის ემაზდება. ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების განვითარება შესაძლებლობებს იძლევა ფილმების წარმოებამ კინო პავილიონებიდან ინდივიდუალურ კომპიუტერებში გადმოინაცვლოს.
ინდური კინემატოგრაფი მზად არის ტექნოლოგიური რევოლუციისთვის. მალე დიდ ეკრანებზე გამოვა პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც თითქმის სრულად ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით შეიქმნა. „მაჰარაჯა ჯინსებში“ (Maharaja in Denims), ხუშვანტ სინგჰის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, არა მხოლოდ ინოვაციური პროექტია, არამედ ახალი შესაძლებლობების კარი ხსნის კინოწარმოებისთვის.
ამ ფილმის იდეა წლების განმავლობაში ვერ ხორციელდებოდა მისი მაღალი ფინანსური დანახარჯების გამო, თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ბარიერი მარტივად გადალახა. პროექტზე მუშაობს Intelliflicks Studios, რომელიც რომანის ავტორმა და მისმა პარტნიორმა, გურდიპ პალმა, დააფუძნეს. მათი მიზანია, რომ კინემატოგრაფია ხელმისაწვდომი გახადონ არა მხოლოდ მსხვილი სტუდიებისთვის, არამედ ინოვატორებისთვისაც.
მიუხედავად AI-ის განვითარების დონისა, სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოება ბევრ სირთულეს აწყდება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სტაბილური ვიზუალიზაციის შენარჩუნებაა. თუ მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების შემთხვევაში პერსონაჟებისა და სცენების ფორმები უცვლელი რჩება, ხანგრძლივი ფილმების დროს შეიძლება პერსონაჟების სახეები და დეტალები დამახინჯდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, Intelliflicks Studios-მა ციფრული მარკერები დანერგა, რომლებიც პერსონაჟების იერსახის ცვლილებას მინიმუმამდე ამცირებს და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
პერსონაჟები სპეციალური პროგრამებით იქმნება, შემდეგ კი მათი გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის ვიდეორედაქტორებში იტვირთება. გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად ტრადიციული პროგრამებიც გამოიყენება, რომლებიც ფერების კორექციასა და მცირე ტექნიკურ ხარვეზებს ასწორებს. ფილმის ზოგიერთი სცენა ცოცხალი მსახიობების მონაწილეობით იწერება, თუმცა მათ სახეებს შემდგომ ხელოვნური ინტელექტი ცვლის. მაგალითად, ამ ტექნიკას იყენებენ რთული რიტუალური ცეკვების დროს, რომელთა ანიმაციით გადმოცემა მეტად კომპლექსურია.
რომანი „მაჰარაჯა ჯინსებში“ ისტორიული და თანამედროვეობის მოტივების შერწყმით გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებიც ინდოეთის წარსულს ეხმიანება. ხუშვანტ სინგჰი მიიჩნევს, რომ ამ პროექტით კინომწარმოებლებისთვის ახალი გზა იხსნება, რაც კინოს შექმნას არა მხოლოდ უფრო იაფს, არამედ უფრო ხელმისაწვდომსაც გახდის.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ Intelliflicks Studios-ს დიდი შანსი აქვს წარმატების მიღწევისთვის, რადგან ეს ექსპერიმენტი კინოს განვითარების გარდაუვალი ეტაპია. „მაჰარაჯა ჯინსებში“ არა მხოლოდ ფილმი, არამედ დემონსტრაცია იქნება იმისა, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს ხელოვნების განვითარება.
ამ პროექტმა უკვე მიიპყრო მაყურებლის დიდი ინტერესი და იმედს იტოვებს, რომ ის გახდება ინდური და მსოფლიო კინოს ახალი ეპოქის დასაწყისი, სადაც ტექნოლოგია და კრეატიულობა ერთიანდება.