ანალიტიკა

ქართულ ღვინის ჩინური გამოწვევა

ჩინეთი უკვე წლებია ქართული ღვინის ერთ–ერთ მთავარ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლებში იმედისმომცემი ტენდენცია შესამჩნევად იცვლება. მიუხედავად იმისა,

ქართულ ღვინის ჩინური გამოწვევა

ჩინეთი უკვე წლებია ქართული ღვინის ერთერთ მთავარ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლებში იმედისმომცემი ტენდენცია შესამჩნევად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან დაწყებული სახელმწიფო სტრატეგიული მარკეტინგული კამპანია მიზანმიმართულად იყო მიმართული ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, სტატისტიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ჩინეთში ექსპორტის პიკი 2017 წელს იყო და მას შემდეგ მუდმივად მცირდება.

თუ 2013 წელს ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 3.3 მილიონ დოლარს შეადგენდა და 2017 წლისთვის მაჩვენებელმა 20.5 მილიონ დოლარს მიაღწია, ეს იყო ნამდვილი გარღვევა. ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე ქცეულიყო ელიტური პროდუქტის ნაწილად, რომელსაც თან ახლდა არა მხოლოდ კულტურული ხიბლი, არამედ მაღალი ხარისხის იმიჯიც. ამის საპირისპიროდ, ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტის შემცირების ტენდენცია აშკარაა – 2024 წლის მონაცემებით, ექსპორტმა მხოლოდ 9.2 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელ 7 წელიწადში ექსპორტის მოცულობა თითქმის ორჯერ შემცირდა.

მიუხედავად სტატისტიკის შემცირებისა, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს. ამის მაგალითია ბოლო ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც 10-მდე ქართულმა ღვინის მწარმოებელმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართულ პრესტიჟულ გამოფენაში – Fine Wine Hotel Exhibition. ღონისძიება ქართული ღვინის დეგუსტაციითა და სემინარით გაგრძელდა, რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ამ აქტივობების მიზანია არა მხოლოდ არსებული ბაზრის შენარჩუნება, არამედ ახალი პარტნიორების მოძიება და საექსპორტო პოზიციების განმტკიცება.

მიუხედავად მარკეტინგული აქტივობებისა, მიმდინარე წელი ექსპორტის კუთხით გამოწვევებით აღსავსეა. 2024 წლის იანვართებერვალში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობა თითქმის 40%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ჩინეთი კი დღეს მეხუთე ადგილზეა ექსპორტის მასშტაბით – 1.5 მილიონი დოლარის 542 ტონა ღვინით. ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ჩინეთში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა შემცირდა და ტრადიციული მიდგომების გარდა, საჭიროა უფრო ინოვაციური და ლოკალიზებული სტრატეგიები.

სავარაუდო მიზეზები, რომლებიც ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის შემცირებულ პოზიციას განაპირობებს, შეიძლება რამდენიმე ფაქტორით აიხსნასშეიცვალა ჩინელი მომხმარებლის გემოვნება, ბაზარზე გაჩნდა მეტი კონკურენცია სხვა ქვეყნებისგან, ასევე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები მოქმედებს ლოგისტიკასა და ფასებზე. ამ ყველაფერთან ერთად, გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩინეთის ეკონომიკური შენელების ტენდენციასაც, რაც აისახება პრემიალური პროდუქციის მოხმარების შემცირებაზე.

დღეს, როცა ქართული ღვინო კვლავ იბრძვის ადგილისთვის გლობალურ ბაზარზე, ჩინეთის ბაზარი რჩება როგორც შესაძლებლობად, ასევე სირთულედ. წარსული წარმატებები ამ ბაზარზე მიუთითებს, რომ სწორი პოლიტიკითა და გააზრებული ინვესტიციებით ჩინური ბაზრის ხელახლა ამუშავება შესაძლებელია. თუმცა ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ პასიური ექსპორტი, არამედ ლოკალურ კულტურაზე მორგებული მარკეტინგი, ინფლუენსერების ჩართულობა, რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინება და რაც მთავარიამუდმივი ინოვაცია.

საბოლოოდ, ჩინეთი შესაძლოა კვლავ იქცეს ქართული ღვინის მთავარ სტრატეგიულ ბაზრად, თუმცა ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს ერთდროულად სახელმწიფო მხარდაჭერას, ინდუსტრიული მოქნილობასა და ლოკალურ პარტნიორებთან სისტემურ მუშაობას. ქართული ღვინის საერთაშორისო ისტორია ჩინეთში ჯერ დასრულებული არ არისის ახალ სტრატეგიულ ფაზაში გადადის.