ანალიტიკა

უმუშევრობა საქართველოში: დაბალი ციფრები, მაღალი კითხვები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 13.9%-ს შეადგენდა — ეს წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებაა, თუმცა

უმუშევრობა საქართველოში: დაბალი ციფრები, მაღალი კითხვები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 13.9%- შეადგენდაეს წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებაა, თუმცა საერთაშორისო კონტექსტში მაინც მაღალ მაჩვენებლად ითვლება. მაგალითად, OECD-ის ქვეყნებში საშუალო უმუშევრობა დაახლოებით 4.8%-ია, გერმანიაში — 3.2%, ნორვეგიაში — 3.8%. თუმცა კითხვა რჩება: არის თუ არა ეს შედარება მხოლოდ რიცხვების საკითხი?

უმუშევრობის ხასიათი განსხვავდება ქვეყნების სოციალურეკონომიკური სტრუქტურის მიხედვით. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობა ხშირად დროებითია, სოციალური ბუფერების ფონზე. საქართველოში კი, მიუხედავად დაბალი ოფიციალური მაჩვენებლისა, სტრუქტურული პრობლემები უცვლელი რჩება. მაგალითისთვის, 15-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობა 35%- აჭარბებსეს ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ახალგაზრდა დასაქმების გარეშეა.

ასევე მნიშვნელოვანია თვითდასაქმებულთა წილი, რომელიც 2024 წელს 31% იყო. ეს წილი ხშირად იმ კატეგორიას მოიცავს, რომელიც რეალურად ფარული უმუშევრობის ზონაშია: განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, სადაც შემოსავალი მინიმალურია და შრომანაკლებად პროდუქტიული.

მეორეს მხრივ, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება — 2024 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 9.5%- შეადგენდა. თუმცა ამგვარ ზრდას ყოველთვის თან არ ახლავს ხარისხიანი დასაქმების პარალელური ზრდა. ეკონომიკის ისეთი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი ან ფინანსური სერვისები, ქმნის სამუშაო ადგილებს, თუმცა მოთხოვნებს ხშირად ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი სამუშაო ძალა, რაც განათლებასა და შრომის ბაზარს შორის მწყობრი კავშირის ნაკლებობას მიუთითებს.

ამავე ფონზე, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში უმუშევრობის დაბალი დონე უფრო სტრუქტურული მექანიზმების შედეგია, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური ზრდის. მოქნილი შრომის ბაზარი, ეფექტური გადამზადების პროგრამები და სოციალური უსაფრთხოების სისტემები მათ აძლევს საშუალებას, უმუშევრობის დონე დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნონ.

საქართველოს შემთხვევა განსხვავებულია: უმუშევრობა თითქოს კლებულობს, თუმცა მის უკან მდგომი რეალობა ჯერ კიდევ მეტ ანალიზს და ქმედით პოლიტიკას მოითხოვს. ციფრებში პროგრესი მნიშვნელოვანია, მაგრამ კითხვებისად, როგორ და ვინ არის დასაქმებულიუფრო ღრმად უსვამს ხაზს პრობლემის არსს.