ანალიტიკა

ტურისტული ტრანზაქციების რუკა

ბოლო წლებში საქართველოს ტურიზმის სტრუქტურა განსაკუთრებით საინტერესო ტრენდებით გამოირჩევა, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს Visa-სა და ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham)

ტურისტული ტრანზაქციების რუკა

ბოლო წლებში საქართველოს ტურიზმის სტრუქტურა განსაკუთრებით საინტერესო ტრენდებით გამოირჩევა, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს Visa-სა და ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი Visa Consulting & Analytics-ის უახლესი ანგარიში. ღონისძიებაზე, რომელსაც კავკასიასა და მოლდოვაში Visa- რეგიონული მენეჯერი დიანა კიღურაძე უძღვებოდა, მთავარი ყურადღება სწორედ უცხოელი ვიზიტორების ქცევისა და ეკონომიკური როლის ანალიზზე გაკეთდა.

2022-2024 წლების კვლევის მონაცემებით, საქართველოს სტუმართა დემოგრაფიული პროფილი საკმაოდ მრავალფეროვანია: ვიზიტორების 35%-ზე მეტი ახლო აღმოსავლეთიდანაა, 30% ევროპის ქვეყნებიდან, ხოლო 25%—დსთ სივრციდან. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანა აღარ არის მხოლოდ რეგიონალური მეზობლებისთვის საინტერესოსაქართველო დინამიკურად ჩაეწერა გლობალურ ტურისტულ რუკაზე და იზიდავს მაღალმომხარებელ ტურისტებს არაერთი კონტინენტიდან.

ტურისტული ყოფნის ხანგრძლივობა უმეტესად მოკლევადიანია: დაახლოებით 80% ორ კვირაზე ნაკლებს ატარებს საქართველოში, ხოლო თითქმის ნახევარისამ დღეზე ნაკლებს. ასეთ მყისიერ ვიზიტებში სტუმრები უმეტესად მხოლოდ ერთ ქალაქს ნახულობენ, რომელთა შორის მთავარი არჩევანი თბილისია, თუმცა ბათუმი და ქუთაისიც ცხადად ჩანს ტურისტულ ობიქტივში. სეზონურობაც მკაფიოდაა გამოხატული: საუდის არაბეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის საქართველოს პიკური სეზონი ივლისიაგვისტოა, ხოლო თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიზიტორებისთვისზაფხულთან ერთად დეკემბერი.

ამ ტრენდის ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დანახარჯების მთავარი ნაწილი კვებაზე და კულინარიულ გამოცდილებაზე მოდის. Visa- ტრანზაქციების ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყნის გასტრონომიული გარემო პრაქტიკულად ყველა ვიზიტორის შთაბეჭდილების არსებითი ნაწილი ხდება, მიუხედავად მათი ვიზიტის ხანგრძლივობისა თუ მიზნისა. ეს ნიშნავს, რომ ქართული სამზარეულო და რესტორნების ინდუსტრია არა მხოლოდ ტურიზმის ეკონომიკურ იმპულსს ქმნის, არამედ ქვეყნის იმიჯის ერთერთ მთავარ საექსპორტო ღერძად ყალიბდება.

ამ ცვლილებებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა საქართველოსთვის იმგვარი ტურისტული პროდუქტის განვითარება, რომელიც ადგილობრივ კოლორიტსა და თანამედროვე სტანდარტებს აერთიანებს. უცხოელი სტუმრების განწყობები ცალსახად მიუთითებს: მოკლევადიანი მოგზაურობა, ერთი ქალაქის აქტიური გაცნობა და აუცილებლად ქართული სამზარეულოს დაგემოვნება ის რეცეპტია, რომელსაც მომდევნო წლებში ქართული ტურიზმის ბაზარი ყველაზე ეფექტურად უნდა მოერგოს.

მთლიანობაში, Visa- კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ტურიზმის მომავალი არა მხოლოდ კლასიკური ღირსშესანიშნაობებით, არამედ კულტურული და კულინარიული გამოცდილებითაც უნდა განვითარდესვიზიტორებისთვის ეს ფაქტორები თანაბრად გადამწყვეტია ქვეყნის შერჩევისას და საბოლოო შთაბეჭდილების შექმნისას.