ანალიტიკა

საქართველოს დემოგრაფიული ცვლილებები: ეკონომიკური შედეგების ანალიზი

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.9 ათასით მეტია (წყარო:

საქართველოს დემოგრაფიული ცვლილებები: ეკონომიკური შედეგების ანალიზი

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.9 ათასით მეტია (წყარო: Geostat). მოსახლეობის ზრდა ძირითადად განპირობებულია დადებითი მიგრაციული სალდოთი – 14 386-ით, მაშინ როდესაც ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფითია და -4 488 კაცს შეადგენს.

ბავშვთა (0-14 წლის) წილი მთლიან მოსახლეობაში 19.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო შრომისუნარიან ასაკში (15-64 წლის) მყოფი მოსახლეობა 64.2 პროცენტია. ასეთი განაწილება დღეს ჯერჯერობით ხელსაყრელად ითვლება, რადგან შრომის ბაზრის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ აქტიურია და ქვეყნის ეკონომიკას ზრდის რესურსი გააჩნია. თუმცა ბავშვების შედარებით მცირე წილი სიგნალია იმისა, რომ მომავალში ახალი თაობის შევსება სუსტდება. ეს ნიშნავს, რომ თუ ტენდენცია არ შეიცვლება, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შრომისუნარიან მოსახლეობაში კლება გარდაუვალი იქნება, რაც მძიმე ზეწოლას მოახდენს როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ სისტემებზე.

ეკონომიკური გავლენა ასეთ ვითარებაში მრავალმხრივია. პირველი მნიშვნელოვანი შედეგია შრომის ბაზრის შემცირება: დაბალი ბუნებრივი მატება ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობა სტაბილურად დაეცემა. ეს კი ზეწოლას მოახდენს როგორც წარმოებაზე, ასევე ინოვაციებზე. ნაკლები მუშახელი კომპანიებს აიძულებს ან ავტომატიზაციაზე გადაერთონ ან ბაზარზე მაღალი ხელფასებით კონკურენცია გაზარდონ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.

მეორე გამოწვევაა სოციალური დაცვის სისტემის დატვირთვა. ხანდაზმული მოსახლეობის ზრდა ზრდის პენსიებზე და ჯანდაცვაზე ხარჯებს. თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აპირებს სწრაფ ზრდას, სახელმწიფოს მოუწევს ბიუჯეტის გადათვლა ან გადასახადების ზრდა.

მიგრაცია ამჟამად ნაწილობრივ აბალანსებს სურათს: 2024 წელს ქვეყანაში მეტი ადამიანი ჩამოვიდა, ვიდრე წავიდა. თუ ამ იმიგრანტების უმრავლესობა შრომისუნარიანია და მათი ინტეგრაციის ხარისხი, განათლება და პროფესიული უნარები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ მათ რეალურ ეკონომიკურ კონტრიბუციაზე. აქ ჩნდება კითხვარამდენად მომზადებულია საქართველო, რომ ეფექტურად გამოიყენოს მიგრაციის პოტენციალი?

დაბოლოს, საჭიროა დაფიქრება პროდუქტიულობის ზრდის აუცილებლობაზე. თუ შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ერთადერთი გზა, რომ ეკონომიკამ არ დაკარგოს პოზიციები, არის ერთ მუშაკზე მეტი ღირებულების შექმნა. ეს კი საჭიროებს განათლების სისტემის რეფორმას, ტექნოლოგიური უნარების გაძლიერებას და ბიზნესების ინოვაციურ ტრანსფორმაციას.

საქართველოს დემოგრაფიული სურათი დღეს მხოლოდ სტატისტიკა არ არისეს არის სერიოზული სიგნალი მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე. როგორ მოემზადება ქვეყანა ამ ცვლილებებისთვის, სწორედ ეს განსაზღვრავს მისი წარმატების შანსებს მომავალ ათწლეულში.