ანალიტიკა

როგორ გადაერთოს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ხელოვნურ ინტელექტზე? — რეალისტური გზები საქართველოში

ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად ჩნდება ქართულ შრომის ბაზარზე, თუმცა ბევრისთვის ის კვლავ მხოლოდ პროგრამისტებისა და ინჟინრების საქმედ

როგორ გადაერთოს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ხელოვნურ ინტელექტზე? — რეალისტური გზები საქართველოში

ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად ჩნდება ქართულ შრომის ბაზარზე, თუმცა ბევრისთვის ის კვლავ მხოლოდ პროგრამისტებისა და ინჟინრების საქმედ რჩება. BTU- უახლესმა კვლევამ ცხადყო, რომ ეს სტერეოტიპი თანდათან იშლება: შესაძლებლობები ჩნდება არა მხოლოდ ტექნიკური პროფესიებისთვის, არამედ ისეთ სფეროებშიც, რომლებიც ტრადიციულად შორს იყო IT-სგან. მთავარი პირობაა უნარების სწორი შერჩევა და მიზნობრივი განვითარება, რაც პროფესიონალს საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტურად გადაერთოს ახალ როლებზე.

რა როლები იქმნება, როდესაც AI მხოლოდ პროგრამისტებისთვის აღარ არის?

გლობალური ტენდენციები აჩვენებს, რომ AI ეკოსისტემას სჭირდება გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები. უკვე ჩამოყალიბებულია ისეთი როლები, როგორიცაა AI პროდუქტის მენეჯერი, ბიზნეს ანალიტიკოსი, კონტენტის სტრატეგი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ან სასწავლო პროცესის დიზაინერი, რომელიც სწავლების მოდელს ტექნოლოგიასთან აერთიანებს. ეს პოზიციები დიდი ხანია არსებობს საერთაშორისო ბაზარზე და ეტაპობრივად ჩნდება საქართველოშიც.

მაგალითად, მარკეტინგის სფეროში მომუშავე პროფესიონალი, რომელსაც აქვს გამოცდილება მომხმარებლის ქცევის ანალიზსა და კამპანიების დაგეგმვაში, დღეს მარტივად შეუძლია გადაერთოს AI-ზე დაფუძნებულ რეკლამისა და კონტენტის მართვაზე. ანალოგიურად, ბიზნეს ანალიტიკოსს სულ უფრო ხშირად მოეთხოვება არა მხოლოდ მონაცემების დამუშავება, არამედ AI მოდელების მუშაობის პრინციპების გაგება და მიღებული შედეგების ბიზნეს კონტექსტში ინტერპრეტაცია. HR სპეციალისტებისთვის კი ხელოვნური ინტელექტი უკვე ნიშნავს ავტომატიზაციის შესაძლებლობასრეზიუმეების გაცხრილვა და კანდიდატების შეფასება შეიძლება მნიშვნელოვნად დაჩქარდეს.

LinkedIn-ის მონაცემებით, 2022–2024 წლებში არატექნიკური AI პოზიციები საშუალოდ 21%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც კლასიკური პროგრამისტული პოზიციების ზრდა ბევრ ბაზარზე შენელდა. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგიის ინტეგრაცია უფრო ფართო პროფესიულ სპექტრს მოიცავს და კარიერის გზები უფრო მრავალფეროვანი ხდება.

როგორია სურათი საქართველოში?

საქართველოში AI პროფესიების ეკოსისტემა ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაშია, თუმცა ტრენდები უკვე იკვეთება. BTU-ის კვლევები მიუთითებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა იმატებს ჰიბრიდულ უნარებზე, თუმცა საერთაშორისო სტანდარტით ჩვეულებრივ არატექნიკურ პოზიციებიროგორიცაა AI პროდუქტის მენეჯერი ან კონტენტის სტრატეგივაკანსიებში ჯერ კიდევ იშვიათია. ანუ პრაქტიკული როლები ჩნდება, მაგრამ მათი სახელწოდება და პასუხისმგებლობანი ბოლომდე დალაგებული არ არის.

განათლების სფერო ერთერთი ყველაზე დინამიკურია. BTU- AI საბაკალავრო პროგრამამ უკვე მიიღო აკრედიტაცია და 2024–2025 სასწავლო წლიდან პირველი სტუდენტების მიღება დაიწყო. ეს ქმნის სტრუქტურულ არხს, სადაც არა მხოლოდ პროგრამისტები, არამედ მომავალში პროდუქტმენეჯერები, ანალიტიკოსები და კონტენტის სპეციალისტებიც იღებენ AI კომპეტენციებს

ფინანსურ სექტორში ეროვნული ბანკის ფინტექ სტრატეგია პირდაპირ მოიაზრებს AI- როგორც ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში მოთხოვნა გაიზრდება არა მხოლოდ მონაცემთა მეცნიერთა, არამედ რეგტექ/კომპლაიანსისა და მომხმარებელზე ორიენტირებული როლების მიმართაც. ამას ემატება ციფრული წიგნიერების და მედია წიგნიერების ინტეგრაცია სკოლებში და უნივერსიტეტებში, რაც მომავალ თაობას ამზადებს იმ უნარებისთვის, რომლებიც არატექნიკურ AI პროფესიებში აუცილებელი გახდება.

რა უნარებია გადამწყვეტი?

BTU-ის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია მონაცემთა წიგნიერება, შინაარსის გენერაციისა და ავტომატიზაციის ხელსაწყოების ფლობა, ტექნიკურ და არატექნიკურ გუნდებს შორის კომუნიკაცია და ინგლისური ენის ცოდნა, რომელიც დისტანციური დასაქმებისთვის ხშირად კრიტიკულია. World Economic Forum-ის ანგარიშებიც ადასტურებს, რომ სწორედ ესშევსებითიუნარებიანალიტიკური აზროვნება, კრიტიკული თვლითის უნარი და კომუნიკაციაგახდება მთავარი კონკურენტული უპირატესობა, მაშინ როცა ტექნიკურ კომპონენტებს მოკლე ტრენინგებითაც შეიძლება დაეუფლო.

რა გამოწვევებია?

საქართველოსთვის მთავარი სირთულე ისევ ინფორმაციის ნაკლებობა და რესურსებზე არათანაბარი წვდომაა. ბევრ პროფესიონალს ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა, რომ მის სფეროში უკვე მიმდინარეობს AI ინტეგრაცია. ამას ემატება ენის ბარიერი: უმეტესობა საერთაშორისო რესურსისა და ტრენინგის ინგლისურად არის ხელმისაწვდომი. თუმცა ვინც ამას გადალახავს და მიზანმიმართულად დაიწყებს უნარების განვითარებას, რეალურად უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, ვიდრე მხოლოდ ტექნიკურ პროფესიებზე ორიენტირებული კადრები.

რატომ უნდა დაიწყოს ეს პროცესი ახლა?

გლობალური გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადრეული მოქმედება განსაკუთრებულ უპირატესობას იძლევა. Deloitte-ის კვლევის მიხედვით, კომპანიები, რომლებმაც AI ინტეგრაცია ადრეულ ეტაპზე დაიწყეს, საშუალოდ 20%-ით უფრო სწრაფად ზრდიან შემოსავალს, ვიდრე კონკურენტები. საქართველოში კი AI ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და კონკურენცია შედარებით დაბალია, რაც პირველ მოთამაშეებს სერიოზულ სარგებელს აძლევს.

ამიტომ, საუკეთესო დრო გადასვლისთვის არის სწორედ ახლა. გლობალური პლატფორმების მეშვეობით დისტანციური დასაქმების შესაძლებლობები ქართველ პროფესიონალებს აძლევს შანსს, თავიანთი მომსახურება შესთავაზონ საერთაშორისო კლიენტებს, სადაც AI ინტეგრაცია უკვე სტანდარტული მოთხოვნაა.