ანალიტიკა

როგორ ასახავს მოგზაურობაზე გაზრდილი ხარჯი საქართველოს ახალი საშუალო ფენის ფორმირებას?

2025 წლის მაისში საქართველოს მომხმარებელთა ქცევაში ერთი მკვეთრი ტენდენცია გამოიკვეთა — მომსახურების სექტორის გაძლიერება და განსაკუთრებით მოგზაურობასა და გართობაზე

როგორ ასახავს მოგზაურობაზე გაზრდილი ხარჯი საქართველოს ახალი საშუალო ფენის ფორმირებას?

2025 წლის მაისში საქართველოს მომხმარებელთა ქცევაში ერთი მკვეთრი ტენდენცია გამოიკვეთამომსახურების სექტორის გაძლიერება და განსაკუთრებით მოგზაურობასა და გართობაზე ხარჯვის ზრდა. TBC Capital-ის ბოლო მონაცემებით, გასართობი და დასვენების სეგმენტში ბარათით გადახდები წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა. პარალელურად, ტურისტულ მომსახურებებზე (მათ შორის, ავიაბილეთებზე) ტრანზაქციებმა 15% წლიური ზრდა აჩვენა. ეს კატეგორიები წინ უსწრებს ბევრ ტრადიციულად ძლიერ სეგმენტს, მაგალითად, ავეჯსა (-13%) და საყოფაცხოვრებო ტექნიკას (-8%).

თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ .. რესტორანი, კაფე და ბარები კატეგორიაში ხარჯები 20%-ით არის გაზრდილი, ვიღებთ სურათს, სადაც მომხმარებელთა დიდი ნაწილი არჩევანს აკეთებს არა ნივთებზე, არამედ გამოცდილებაზერაც კლასიკურად საშუალო ფენის მოქნილი და მიზნობრივი ქცევის ნიშანია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქური და რეგიონული განსხვავება: თბილისში გასართობ კატეგორიებზე ხარჯები 36%-ით გაიზარდა, ხოლო რეგიონებშიდაახლოებით 27%-ით. ეს მიანიშნებს, რომ ახალი საშუალო ფენა მხოლოდ დედაქალაქში აღარ არის კონცენტრირებული.

2024 წელს საქსტატის მიხედვით საშუალო ხელფასი რეალურ გამოხატულებაში 12%-ით გაიზარდა. როცა ამას ვადარებთ ზემოთ მოყვანილ სერვისებზე გაწეულ ზრდად ხარჯებს, აშკარა ხდება, რომ შემოსავლის ზრდა ტრანსფორმირდება არა მხოლოდ ძირითადი მოხმარების ზრდაში, არამედ ფუფუნებაზე უახლოესი ხარჯვისკენ.

ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. McKinsey-ის გლობალური მოხსენება 2023 წლიდან მიუთითებს, რომ ახალი თაობა (მილენიალები და Gen Z) თითქმის 60%-ით მეტად ხარჯავს სერვისებზე ვიდრე ფიზიკურ პროდუქტებზე, რაც გლობალური ტენდენციის ნაწილია. საქართველო ამ ტალღას ეხმიანება.

და მაინც, კითხვები რჩება: ხომ არ ფარავს ეს ზრდა ზედმეტ ვალს? ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში სამომხმარებლო სესხების მოცულობა წლიურად 11%-ით გაიზარდა. ანუ, შესაძლებელია, რომ ნაწილი ამ ხარჯვისა დაფინანსებულია არა მიმდინარე შემოსავლით, არამედ კრედიტით.

მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ მაისში ერთერთი ყველაზე მაღალი ზრდა სწორედ გასართობ და დასვენების კატეგორიაში დაფიქსირდა, გვიჩვენებს: საქართველოს საშუალო ფენა სულ უფრო მეტად იძენს ნიშანს, რომელიც გამოცდილებაზე ორიენტირებული, მოქნილი და მომავლისკენ ყურებაა.