ანალიტიკა

რატომ არის ბიზნეს პროცესების ინოვაცია ყველაზე გავრცელებული საქართველოში და რას ნიშნავს ეს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის?

ინოვაცია ხშირად ასოცირდება ახალ პროდუქტთან ან ტექნოლოგიასთან, თუმცა რეალურად ის მრავალი ფორმით ვლინდება. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბიზნეს პროცესების

რატომ არის ბიზნეს პროცესების ინოვაცია ყველაზე გავრცელებული საქართველოში და რას ნიშნავს ეს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის?

ინოვაცია ხშირად ასოცირდება ახალ პროდუქტთან ან ტექნოლოგიასთან, თუმცა რეალურად ის მრავალი ფორმით ვლინდება. ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბიზნეს პროცესების ინოვაცია, რომელიც გულისხმობს შიდა ოპერაციების გაუმჯობესებასიქნება ეს მარკეტინგის, წარმოების, ლოგისტიკის, ადმინისტრაციის თუ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

საქართველოში სწორედ ამ ტიპის ინოვაცია არის ყველაზე აქტიური. 2024 წლის მონაცემებით, კომპანიების 10%-მა განახორციელა ცვლილებები მარკეტინგში, 9%-მაწარმოების პროცესში, 9%-ზე მეტმაადმინისტრაციულ საქმიანობაში, მათ შორის ბუღალტერიასა და ორგანიზაციულ ფუნქციებში (საქსტატი). შედარებით ნაკლებად დაფიქსირდა ინოვაციური აქტივობა ლოჯისტიკაში, კომუნიკაციებში ან პერსონალის მართვაში.

პროცესული ინოვაცია ხშირად აღიქმება როგორც შედარებითუსაფრთხო არჩევანი“. მას თან ახლავს ნაკლები ხარჯი და ნაკლები ბაზრის რისკი, ვიდრე ახალ პროდუქტის ან ტექნოლოგიის შექმნას. ქართული კომპანიები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, არჩევენ იმ მიმართულებებს, სადაც ცვლილების შედეგი უფრო პროგნოზირებადიამაგალითად, შიდა ეფექტიანობის გაუმჯობესება, გაყიდვების სტრატეგიის ოპტიმიზაცია ან ადმინისტრაციული პროცესების ავტომატიზაცია.

გლობალურ პრაქტიკაში პროცესული ინოვაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც წესი, მხოლოდ ვიწრო რგოლია სხვა, უფრო ღრმა და მასშტაბური ინოვაციური სტრატეგიებისთვის. მაგალითად, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში პროცესი ხშირია ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნასთან ერთად: წარმოების პროცესში ინოვაცია თან სდევს ახალ მასალებს, ციფრულ მოდელირებას ან ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას.

საქართველოში კი, როგორც მონაცემები აჩვენებს, კომპანიების ინოვაციური აქტივობის ძირითადი ფორმა სწორედ შიდა ოპერაციების გადახედვაა. ამასთან, ასეთ ინოვაციათა 81%-ზე მეტი თავად კომპანიის მიერ არის შექმნილი, რაც მიუთითებს, რომ თანამშრომლობითი ინოვაციის პრაქტიკა (მაგალითად, უნივერსიტეტებთან, ტექნოლოგიურ პარტნიორებთან, ან საერთაშორისო ქსელებთან ერთად) თითქმის არ ფიქსირდება.

ეს ტენდენცია ასევე ასახავს ქართულ ბიზნესში ტექნოლოგიური ან პროდუქტზე ორიენტირებული ინოვაციის დაბალ დონეს. როცა კომპანია მხოლოდ პროცესების გაუმჯობესებას ახორციელებს, ხშირად ეს ნიშნავს, რომ ინოვაცია გამოყენებულია ხარჯების შემცირებისა და ეფექტიანობის გასაზრდელად და არა ახალი ბაზრების გაჩენის ან მომხმარებლის ღირებულების ზრდის მიზნით.

გლობალურად, სწორედ ეს განსხვავებაა მიდრეკილი და ტრანსფორმაციული ინოვაციას შორის. პროცესული ცვლილებები შეიძლება დროებით გაზარდოს შიდა ეფექტიანობა, მაგრამ თუ არ მოყვება ახალი პროდუქტები, ტექნოლოგიები ან ბაზრის გაფართოება, ასეთი ინოვაცია ვერ შექმნის გრძელვადიან კონკურენტულ უპირატესობას.

საქართველოს შემთხვევაში, ეს სტრუქტურული ტენდენცია დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან: დაბალი ინვესტიციები R&D-ში, სუსტი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, უნივერსიტეტებთან სუსტი კავშირები და რისკისგან თავის არიდების ინსტინქტი მცირე კომპანიებში. შედეგად, ინოვაცია იქცა პროცესის ნელნელა გაუმჯობესებად და არა ბიზნესის რეალურ ტრანსფორმაციად.

თუმცა, თუ ქვეყანა მიზნად ისახავს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, ინოვაცია უნდა გავიდეს შიდა ადმინისტრაციული სივრციდან და გადავიდეს ტექნოლოგიურ, პროდუქტულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ დონეზე. მხოლოდ ასე შეძლებს ქართული ბიზნესი ახალი ბაზრების ათვისებას და საერთაშორისო კონკურენციაში წარმატებას.