ანალიტიკა

თბილისი ევროპის ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქების სათავეში აღმოჩნდა – ახალი რეიტინგი საერთაშორისო მოგზაურებისთვის

2025 წლის ზაფხული თბილისის ტურისტული იმიჯისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებით აღინიშნა – საქართველოს დედაქალაქი ევროპაში მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად

თბილისი ევროპის ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქების სათავეში აღმოჩნდა – ახალი რეიტინგი საერთაშორისო მოგზაურებისთვის

2025 წლის ზაფხული თბილისის ტურისტული იმიჯისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებით აღინიშნასაქართველოს დედაქალაქი ევროპაში მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად დასახელდა. ეს სტატუსი Bounce.com-ის მიერ გამოქვეყნებულმა ახალმა რეიტინგმა დაადასტურა, სადაც თბილისმა 10-დან 8.37 ქულა მოიპოვა და ასეთი შედეგით ევროპული მიმართულებების ათეულში პირველ ადგილს იკავებს.

რეიტინგის შედგენისას ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტორებზე, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს ვიზიტორის ხარჯვას ქალაქშისასტუმროების, კვების, ღვინის, ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები, ასევე ღირსშესანიშნაობებზე წვდომა. სწორედ ამ მიმართულებებით თბილისი სხვა ევროპულ ქალაქებს ბევრად უსწრებს.

Bounce-ის მონაცემებით, თბილისში ორი ღამის (შაბათკვირა) სასტუმროში გატარება 162 ევრო ღირს, რაც აშკარად დაბალია ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. კვებაზე ორი ადამიანისთვის 2-3 კერძიანი სრული სადილის ხარჯი საშუალოდ 78 ევროა, რაც გამოკვეთილად ბალანსს ინარჩუნებს ხარისხსა და ხელმისაწვდომობას შორის. ღვინის მოყვარულებისთვის კი 2 ბოთლის საშუალო ფასი მხოლოდ 13 ევროაპარამეტრი, რომელიც თბილისს აღმოსავლეთ ევროპული და ბალკანური მიმართულებების კონკურენტად აქცევს. გადაადგილებისას ქალაქში ტაქსით საშუალო ღირებულება 3.90 ევროს არ აღემატება, ოთხი ცალმხრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი კი – 1.28 ევროა, რაც ნიშნავს, რომ ქალაქში გადაადგილება მაქსიმალურად ეკონომიურია.

საინტერესოა, რომ რეიტინგის დანარჩენ ათეულში უმეტესობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქალაქებიაორადეა, კრაიოვა, ტიმიშოარა, ბუდაპეშტი, პრაღა, ბრნო, ზაგრები, გდანსკი და კორდობა. ამასთან, კვლევამ გაანალიზა ევროპის 70 ქალაქში არა მხოლოდ სასტუმროებისა და კვების საშუალო ფასები, არამედ უფასო ღირსშესანიშნაობების რაოდენობაც, რაც საბოლოოდ თბილისის სასარგებლოდ განისაზღვრა.

რეალობა ასეთია: დღეს თბილისი საერთაშორისო ტურისტისთვის ერთადერთი ევროპული დედაქალაქია, სადაც ფასისა და ხარისხის იდეალური თანაფარდობა გთავაზობს კულტურულ მრავალფეროვნებას, ხელმისაწვდომ სასტუმროებს, მრავალფეროვან გემოს, ტურისტულ თავისუფლებასა და სასტუმროების მაღალი დონეს. ქალაქი ადვილად ერგება როგორც ახალგაზრდა მოგზაურის, ისე ოჯახური ვიზიტორის ბიუჯეტს.