ანალიტიკა

ელექტროსკუტერები და ე-ველოსიპედები საქართველოში: ბაზარი გზაჯვარედინზეა

ელექტროსკუტერები და ე–ველოსიპედები საქართველოს ქუჩებში ყოველდღიურობად იქცა, თუმცა ამ ტრენდს მიღმა ბაზარი ჯერ კიდევ სტრუქტურულად არ არის ჩამოყალიბებული. სწრაფი

ელექტროსკუტერები და ე-ველოსიპედები საქართველოში: ბაზარი გზაჯვარედინზეა

ელექტროსკუტერები და ველოსიპედები საქართველოს ქუჩებში ყოველდღიურობად იქცა, თუმცა ამ ტრენდს მიღმა ბაზარი ჯერ კიდევ სტრუქტურულად არ არის ჩამოყალიბებული. სწრაფი ზრდის პარალელურად, მრავალი გამოწვევაც გამოჩნდაინფრასტრუქტურის დეფიციტი, რეგულაციების არარსებობა და მომხმარებელთა შეზღუდული წვდომა ტექნოლოგიაზე.

Geostat-ის მონაცემებით, 2024 წელს ელექტროძრავიანი ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის ღირებულებამ 1.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 22%-იანი ზრდაა. ბაზარი ძირითადად შედგება ჩინურ და სხვა დაბალფასიან ბრენდებსგან, რაც ხარისხის მიმართულებით არათანმიმდევრულობას იწვევს და მომსახურების ინფრასტრუქტურის დეფიციტს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

საქართველოში ელექტროძრავიანი ველოსიპედებისა და სკუტერების ადგილობრივი წარმოება არ არსებობს, რის გამოც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ბაზარზე წარმოდგენილი წამყვანი მოთამაშეები არიან Elbike.ge, VeloCity.ge და რამდენიმე მსხვილი ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა. მომხმარებელთა მოთხოვნადი მოდელების ფასი, საშუალოდ, 2,500–4,000 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა პრემიუმ სეგმენტი 6,000 ლარსაც აჭარბებს, რაც ბევრისთვის კვლავ მიუწვდომელია.

თბილისის მერიის 2023 წლის პროგრამის ფარგლებში 312 მოქალაქეს გადაეცა სუბსიდირებული ველოსიპედები, თუმცა ინიციატივა მხოლოდ ერთჯერადი იყო და სისტემური სტიმულირების პოტენციალი ვერ გამოავლინა. რეგიონებში მსგავსი პროგრამები საერთოდ არ არსებობს.

ინფრასტრუქტურა რჩება მთავარ ბარიერად. დედაქალაქში ველობილიკების ქსელი დაახლოებით 22 კმ შეადგენს, თუმცა იგი ფრაგმენტულია და ხშირად არ შეესაბამება ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მინიმალურ მოთხოვნებს. რეგიონებში ბილიკების ქსელი კიდევ უფრო მწირიაქუთაისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში ველოსადგომებიც კი იშვიათობაა.

Caucasus Research Resource Centers-ის 2023 წლის გამოკითხვის მიხედვით, ელექტროსატრანსპორტო საშუალებებს კვირაში ერთხელ მაინც იყენებს ურბანული მოსახლეობის მხოლოდ 7%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა და ფასები ფართო მიღებას ხელს არ უწყობს.

მიმდინარე რეალობა ცხადჰყოფს, რომ მიუხედავად ზრდადი ინტერესისა, ელექტრონული მობილობა საქართველოში ჯერ კიდევ საწყის სტადიაშიასტიმულირების და ინფრასტრუქტურის გაძლიერების გარეშე, ბაზრის გრძელვადიანი განვითარება შეზღუდული დარჩება. თუმცა, სწორი პოლიტიკის პირობებში, ველოსიპედები შეიძლება იქცეს არა მხოლოდ ტრენდად, არამედ ურბანული მობილობის ნამდვილი ალტერნატივად.