ანალიტიკა

გლობალიზაციის დასასრული თუ ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისი?

ორი ათწლეულის წინ გლობალიზაცია ითვლებოდა ისეთივე გარდაუვალ და შეუჩერებელ პროცესად, როგორც ამინდის ცვლილებები. ბილ კლინტონი 2000 წელს ჰანოიში სიტყვით

გლობალიზაციის დასასრული თუ ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისი?

ორი ათწლეულის წინ გლობალიზაცია ითვლებოდა ისეთივე გარდაუვალ და შეუჩერებელ პროცესად, როგორც ამინდის ცვლილებები. ბილ კლინტონი 2000 წელს ჰანოიში სიტყვით გამოსვლისას აცხადებდა, რომ გლობალიზაცია არისეკონომიკური ძალა, რომელსაც ვერც შეაჩერებ და ვერც შეცვლი“. ტონი ბლერი კი 2005 წელს აცხადებდა, რომგლობალიზაციაზე მსჯელობა ისეთივე უაზრობაა, როგორც ზაფხულის შემდეგ შემოდგომის დადგომის განხილვა“. ეს შეხედულება ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ მსოფლიო სულ უფრო მცირე, ურთიერთდაკავშირებული და ბარიერებისგან თავისუფალი გახდებოდა. თუმცა, უკანასკნელი ათწლეულის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ეს პროცესები სულაც არ არის შეუქცევადი.

დღეს მსოფლიო ეკონომიკა .. „დეგლობალიზაციისფაზაში იმყოფება. ქვეყნები სულ უფრო მეტად იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას გლობალურ თანამშრომლობას. ამის მაგალითია აშშის  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები, მასობრივი დეპორტაციების დაპირებები და საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის გადაწყვეტილებები. პარალელურად, ევროპაში ზომიერი ძალები მნიშვნელოვნად დასუსტდნენ, ნაციონალისტურმა პარტიებმა კი გაძლიერება დაიწყეს. კანადაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურმა სისტემამ მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცადა, ხოლო გერმანიაში ოლაფ შოლცის მთავრობა საერთოდ დაიშალა, რაც რადიკალური ცვლილებების დასაწყისის მანიშნებელია.

გლობალიზაციის კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი ეკონომიკური უთანასწორობაა. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა უზარმაზარი ეკონომიკური ნახტომი განიცადაღია ბაზრების წყალობით 800 მილიონზე მეტი ჩინელი სიღარიბიდან გამოვიდა. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში შედეგები სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. წარმოების ცენტრების გაუქმებამ და სამუშაო ადგილების დაკარგვამ საშუალო კლასის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა, მაშინ როცა უმდიდრესი ფენა უფრო გამდიდრდა. აშშში 1990 წლიდან დღემდე თითქმის 700 ახალი მილიარდერი გაჩნდა, მაგრამ ამავე პერიოდში საშუალო შემოსავლის მქონე ამერიკელთა ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა. მსგავსი პროცესები დასავლეთ ევროპაშიც განვითარდა, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ეკონომიკური უკმაყოფილებისა და პროტექციონისტული პოლიტიკის ზრდის საფუძველი გახდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაცია პოლიტიკურ დონეზე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საერთაშორისო ვაჭრობა და კავშირები კვლავ აქტიურია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტლისთვის მსოფლიო სავაჭრო ბრუნვა 3.3%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს კი მიანიშნებს, რომ გლობალური ბაზრები კვლავ აქტიურად ფუნქციონირებენ. ამის ერთერთი მაგალითია ჩინური მწვანე ტექნოლოგიების ინდუსტრიის ზრდა. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კომპანიები, როგორიცაა BYD Co., აქტიურად ყიდიან ელექტრომობილებს მთელ მსოფლიოში. ამასთან, მზის პანელებისა და ბატარეების ფასების მკვეთრი შემცირება სწორედ გლობალიზაციის შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო პარტნიორებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ, გლობალური ბაზრები კვლავ მძლავრად ვითარდება. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებულმაინფლაციის შემცირების აქტმა“, რომელიც 300 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობდა მწვანე ენერგიის სექტორში, ნაწილობრივ სწორედ იმ საერთაშორისო მოთხოვნაზეა გათვლილი, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ეხება. შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ეკონომიკური პროცესები მაინც ინარჩუნებს ურთიერთკავშირს.

გლობალიზაციის მომხრეებისთვის ეს ვითარება დიდი გამოწვევაა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომეროვნული ინტერესები უფრო და უფრო ცენტრალური ხდება, ხოლო გლობალური თანამშრომლობა მეორე პლანზე გადადის“. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გლობალური თანამშრომლობა კვლავ აუცილებელი იქნება ისეთ კრიტიკულ საკითხებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, პანდემიების მართვა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირება. მაგალითად, თუ AI უკონტროლოდ განვითარდება და გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბირთვული იარაღის მართვა, ეს კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს კაცობრიობისთვის.

ამრიგად, გლობალიზაციის იდეის კრიზისი არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკა დაბრუნდა იზოლაციონიზმისკენ. უფრო რეალურია ის სცენარი, სადაც გლობალიზაცია ახალ ფაზაში შედისქვეყნებს შორის კონკურენცია უფრო მკვეთრდება, მაგრამ საერთაშორისო ბაზრებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია კვლავაც აგრძელებს განვითარებას. დიდი ალბათობით, მომდევნო ათწლეულში მსოფლიო ახალი ეკონომიკური წესრიგის ფორმირების მომსწრე გახდება, რომელშიც ეროვნული ინტერესებისა და გლობალური თანამშრომლობის ბალანსის პოვნა მთავარ გამოწვევად დარჩება.

გამოყენებულია – ჟურნალ „ბლუმბერგის“  მასალები