ანალიტიკა

„გადავადებული გადახდა” და დაუყოვნებლივი ხარჯვა: როგორ ცვლის BNPL მომხმარებელთა ქცევას საქართველოში

ბოლო წლებში საქართველოს ციფრული ფინანსური სერვისების ბაზარი მკვეთრად იცვლება, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენციაა „Buy Now Pay Later“

„გადავადებული გადახდა” და დაუყოვნებლივი ხარჯვა: როგორ ცვლის BNPL მომხმარებელთა ქცევას საქართველოში

ბოლო წლებში საქართველოს ციფრული ფინანსური სერვისების ბაზარი მკვეთრად იცვლება, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენციაა „Buy Now Pay Later“ (BNPL) მოდელის გავრცელება. ეს სისტემა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, პროდუქტი ან სერვისი მიიღოს დაუყოვნებლივ და გადაიხადოს მოგვიანებით, ეტაპობრივად – ხშირად უპროცენტოდ. ადგილობრივი მოთამაშეები, რომლებიც თანამშრომლობენ ბანკებთან უკვე ქმნიან ახალ მომხმარებლურ ქცევას, რომელიც წარსულში მხოლოდ საკრედიტო ბარათებზე იყო დაფუძნებული.

BNPL განსხვავდება ტრადიციული კრედიტისგან რამდენიმე ძირითადით. ის სწრაფია, ხშირად არ საჭიროებს სიღრმისეულ შემოწმებებს, და მომხმარებლისთვის ფსიქოლოგიურად უფრომსუბუქადაღიქმება. ეს ბოლო ასპექტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც მომხმარებელი არ იხდის სრულ თანხას იმავე მომენტში, მისი ფასის აღქმა დაბალია. მაგალითად, ტელეფონის შეძენა 2500 ლარის ნაცვლად, როცა გადახდა 4 ეტაპად ნაწილდება, აღიქმება როგორც უფრო ხელმისაწვდომიმიუხედავად იმისა, რომ საერთო ღირებულება იგივე რჩება.

ეს მოდელი განსაკუთრებით პოპულარული ხდება 25-35 წლის ასაკის ახალგაზრდებში, რომლებიც ეძებენ მოქნილობას და ფულის მენეჯმენტის ახალ გზებს. კომპანიები აღნიშნავენ, რომ BNPL-ის მომხმარებელთა მნიშვნელოვანი წილი მოდის სწორედ ამ სეგმენტზე. ბევრი მათგანი იყენებს სერვისს ხანმოკლე დანახარჯებისთვისტექნიკის, ტანსაცმლის ან სერვისების შესაძენადდა არა გრძელვადიანი ვალების დასაფარად. ეს განსხვავებაა საკრედიტო ბარათებთან შედარებით, რაც BNPL- უფრო მოხერხებულ ალტერნატივად აქცევს ყოველდღიური ხარჯვისთვის.

თუმცა, სარგებელთან ერთად, იჩენს თავს რისკებიც. მომხმარებლებს ხშირად არ ესმით სრულად, რომ გადავადებული გადახდა მაინც ვალია და ვადაგადაცილება იწვევს ჯარიმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პლატფორმაზე გადასახადები ავტომატურად იჭრება და პროცენტიც არ არსებობს, ზოგჯერ მოხმარების ზრდა ხდება იმაზე მეტად, ვიდრე მათი გადახდისუნარიანობა. ეროვნული ბანკის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ საბანკო სექტორის გარეთ მოქმედი ფინანსური ინსტრუმენტების მონიტორინგი უნდა გამკაცრდეს, განსაკუთრებით მომხმარებელთა დაცვის კუთხით.

კიდევ ერთი საინტერესო ასპექტია BNPL-ის გავლენა საცალო ბაზარზე. კომპანიები, რომლებიც აერთიანებენ ამ მოდელს თავიანთ ონლაინ ან ფიზიკურ გაყიდვებში, ხშირად ფიქსირებენ ერთჯერადი ჩეკების ზრდას. მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია გადახდა გადაავადოს, უფრო დიდ თანხას ხარჯავსსაშუალოდ 15–30%-ით მეტი, ვიდრე სტანდარტული გადახდის შემთხვევაში. ეს ზრდის გაყიდვებს, მაგრამ ამავე დროს ამცირებს პროდუქტის ფასის რეალურ აღქმას.

გრძელვადიანად, BNPL შესაძლოა იქცეს ისეთივე ჩვეულებრივ სერვისად, როგორიც დღეს ონლაინ გადახდებია. მაგრამ მისი წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება რეგულაციებზე და მომხმარებელთა ფინანსურ განათლებაზეიმაზე, თუ როგორ ისწავლიან მომხმარებლები განსხვავება გადავადებასა და რეალურ ხარჯვას შორის.