ფინტექის ბაზრის პერსპექტივები საქართველოში: ციფრული ფინანსების ახალი ერა
საქართველოში ფინტექ მიამრთულება სწრაფად ვითარდება. 2024 წელს ციფრული გადახდების ბაზარი 2.31 მილიარდ დოლარს მიაღწევს (წყარო: Statista), რაც მკაფიოდ აჩვენებს,

საქართველოში ფინტექ მიამრთულება სწრაფად ვითარდება. 2024 წელს ციფრული გადახდების ბაზარი 2.31 მილიარდ დოლარს მიაღწევს (წყარო: Statista), რაც მკაფიოდ აჩვენებს, თუ ზოგადად როგორ სწრაფად ინერგება ტექნოლოგიები ფინანსურ სფეროში. ეს ზრდა ძირითადად განპირობებულია ელექტრონული კომერციის გაფართოებით, მობილური გადახდების პოპულარობით და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებით, რომლებიც უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას ქეშლეს ტრანზაქციებს.
ქართული ფინტექ ბაზარს აქვს როგორც უპირატესობები, ისე გამოწვევები, რაც გავლენას ახდენს მის განვითარებაზე. ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა არის მომხმარებლების მაღალი ტექნოლოგიური ადაპტაცია და ციფრული პროდუქტების მზარდი პოპულარობა. საქართველოში მობილური ინტერნეტის გაშლილობამ და სმარტფონების ფართოდ გამოყენებამ ხელი შეუწყო ციფრული სერვისების მარტივად დანერგვას. ასევე, მცირე ზომის ბაზარი საშუალებას აძლევს კომპანიებს სწრაფად შეამოწმონ და განავითარონ ინოვაციური სერვისები.
თუმცა, არსებობს გარკვეული გამოწვევები. საქართველოს ბაზარი შედარებით პატარაა, რაც ნიშნავს, რომ მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობები შეზღუდულია. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ჩართული ციფრული ფინანსების გამოყენებაში, რაც შეიძლება დაბრკოლებად იქცეს ფართო გადახდის ეკოსისტემის განვითარებისთვის. რეგულაციური გარემო, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მაინც მოითხოვს მეტ მოქნილობას და მხარდაჭერას ახალი ფინტექ მოთამაშეებისთვის, რათა მათ ინოვაციების დანერგვა გაამარტივონ.
ამ ფონზე საინტერესო ხდება, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ფინტექი საქართველოში. ამ ნაწილში განვიხილავთ ძირითად პერსპექტივებს და სფეროებს, სადაც კომპანიებს განვითარება შეუძლიათ.
ფინტექის განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ალტერნატიული დაკრედიტებაა. ტრადიციული საბანკო სესხების პარალელურად, ფინტექ სტარტაპები ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ, რომლებიც მონაცემთა ანალიტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. ეს ტექნოლოგიები უფრო ზუსტ საკრედიტო შეფასებებს იძლევა, რაც ბიზნესებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი და სწრაფი დაფინანსება მიიღონ. განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის, რომელიც ხშირად რთულად ახერხებს საბანკო სესხის მოპოვებას, ეს სერვისები გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება გახდეს.
ინვესტიციების და ფინანსური დაგეგმვის პლატფორმები კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინვესტიციების ციფრული არხები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მოსახლეობის მხრიდან ამგვარი პლატფორმების მიმართ ინტერესი იზრდება.
ფინტექის განვითარების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი Open Banking-ის კონცეფციის დანერგვაა, რაც ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. დაზღვევის ტექნოლოგიებიც ახალი მიმართულებაა, რომელიც InsurTech-ის სახელით არის ცნობილი. ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა დამუშავების საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად მორგებული სადაზღვევო პაკეტების შექმნა. დეცენტრალიზებული ფინანსები და ბლოკჩეინის ტექნოლოგიები საქართველოში ფართოდ არ არის გავრცელებული, თუმცა მომავლისთვის ამ სეგმენტსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
ფინტექ სექტორი საქართველოში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ გადახდების სერვისებით. ახალი ტექნოლოგიები ფინანსურ სერვისებს უფრო მოქნილ, სწრაფ და ხელმისაწვდომ ფორმატში გადააქვს. ბაზრის განვითარების ტემპი აჩვენებს, რომ მომდევნო წლებში უფრო მეტი ქართული და საერთაშორისო მოთამაშე ჩაერთვება ფინტექ სივრცეში, რაც ქვეყნის ფინანსურ ეკოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს.