ანალიტიკა

როგორ შეიძლება მსოფლიომ ამერიკას უპასუხოს

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში მისი სავაჭრო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული და გაუთვლელი გახდა. იმ დროს, როდესაც ამერიკა ტრადიციულად

როგორ შეიძლება მსოფლიომ ამერიკას უპასუხოს

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში მისი სავაჭრო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული და გაუთვლელი გახდა. იმ დროს, როდესაც ამერიკა ტრადიციულად გლობალურ ეკონომიკაში ერთერთ მთავარ მოთამაშედ რჩებოდა, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა შესაძლოა სრულიად ახალ საფრთხეში ჩააგდოს ამერიკის ყველაზე ძლიერი და წარმატებული სექტორისერვისების ექსპორტი. ეს სწორედ ის სფეროა, სადაც აშშ განუზომლად წარმატებულია და მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იღებს, თუმცა სწორედ ეს წარმატება შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნების საპასუხო ნაბიჯების სამიზნე.

ტრადიციულად, აშშის საგარეო სავაჭრო ბალანსი მყარ საქონელში მუდმივი დეფიციტით ხასიათდება, რაც ტრამპის მთავარი არგუმენტია ტარიფების დაწესებისთვის. თუმცა მომსახურების სფეროში სიტუაცია სრულიად საპირისპიროა — 2024 წელს ამერიკამ უცხო ქვეყნებს $1.1 ტრილიონის ღირებულების სერვისები მიყიდა და $295 მილიარდის სუფთად ექსპორტი განახორციელა. ეს სფერო მოიცავს ფინანსურ ჰეჯირებას, ღრუბლოვან კომპიუტინგს, საკონსულტაციო მომსახურებას და მონაცემთა მენეჯმენტსსწორედ იმ ელემენტებს, რაც ამერიკის გლობალურ ძალას განაპირობებს.

თუმცა ტრამპის მიდგომის პარადოქსულობაც აქ იკვეთება: მისი სავაჭრო ომების ლოგიკით, თუ ქვეყანა დეფიციტშია, უნდა მიიღოს თანაბარი ტარიფები იმპორტზე. თუ სხვა ქვეყნები იგივე ლოგიკით მოიქცევიან და ამერიკულ სერვისებზე ტარიფებს დააწესებენ, შედეგი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს როგორც გლობალური ეკონომიკისთვის, ისე თავად ამერიკისთვის. „ეკონომისტისმიერ ჩატარებული ანალიზით, ამგვარი საპასუხო ტარიფები შეიძლება 28% იყოს ჩინეთში, 15% ევროკავშირში, ხოლო საუდის არაბეთში კი — 41%-მდე. ვენესუელა კი შესაძლოა 47%-იან ტარიფსაც კი გამოიყენოს ამერიკული სერვისების წინააღმდეგ.

ამავე დროს, ტარიფების დაწესება მომსახურებაზე ტექნიკურად რთულია, რადგან განსხვავებით საქონლისგან, ისინი კონტეინერებში არ შედის და საბაჟოზე ვერ აღირიცხება. თუმცა ქვეყნების ხელში სხვა ტიპის იარაღებიც არსებობსანტიმონოპოლიური გამოძიებები, ლიცენზირების მოთხოვნები, მონაცემების ლოკალიზაციის წესები და ციფრული სერვისების სპეციალური გადასახადები. მაგალითად, ჩინეთი უკვე წლებია ზღუდავს ამერიკულ ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს საკუთარი ბაზრის ათვისებაში. ბრაზილიასა და ინდოეთში კი ისეთი გიგანტები, როგორიცაა Alphabet და Apple, ხშირად ექცევიან რეგულატორული თავდასხმების სამიზნედ.

ევროპაში ციფრული სერვისების გადასახადები კიდევ ერთი გზაა, რომლის საშუალებითაც მთავრობები ცდილობენ იმოქმედონ იმ კომპანიებზე, რომლებიც მათ ეკონომიკაში დომინანტურ პოზიციას იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადასახადები ფორმალურად ყველა ფირმაზე ვრცელდება, პრაქტიკაში ისინი ძირითადად ამერიკულ გიგანტებს — Amazon-სა და Meta- აზარალებენ.

ევროკავშირმა უკვე შექმნა სპეციალურიანტიკოერციული მექანიზმი“, რომელიც საშუალებას აძლევს მას უპასუხოს სავაჭრო ან დიპლომატიურ ზეწოლას სხვადასხვა მეთოდითმაგალითად, ამერიკული კომპანიების საჯარო ტენდერებიდან გამორიცხვით ან ინტელექტუალური საკუთრების შეზღუდვით. ასეთი ზომები არ არის ტარიფები კლასიკური გაგებით, თუმცა ზეგავლენა ისეთივეაადგილობრივი კომპანიების კონკურენტული უპირატესობა უცხოურების მიმართ.

დასავლეთის ყოფილი მთავარი სავაჭრო მოლაპარაკე მაიკლ ფრომანი აღნიშნავს, რომ ტარიფების გამოყენება უნდა იყოს საშუალება და არა მიზანი. ტარიფებს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მათი სანაცვლოდ ქვეყანა კონკრეტულ მოთხოვნებს აწესებს და მიზანმიმართულ დათმობაზე მიდის. თუმცა ტრამპის მიდგომა, როგორც ჩანს, ნაკლებად ეფუძნება ამ სტრატეგიულ ხედვას და უფრო ემოციურ და პოპულისტურ რიტორიკას ემყარება.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სავაჭრო პარტნიორებმა შეიძლება აღარ მოითმინონ და რეალურად იმოქმედონ ამერიკის ყველაზე ძლიერი სექტორის წინააღმდეგ. საბოლოოდ, ამერიკის ფინანსური, ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გიგანტები აღმოჩნდებიან იმ საფრთხის ქვეშ, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის მექანიკურ გადაწყვეტილებებს მოჰყვება. ამერიკის გლობალური გავლენა არა მხოლოდ სამხედრო ან ფინანსური ძალით, არამედ სწორედ სერვისების ექსპორტით იყო განმტკიცებულიდა თუ ეს სფერო გახდება სამიზნე, შედეგები შესაძლოა გაცილებით სერიოზული იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მომზადებულია – ჟურნალ “ეკონომისტის” მიხედვით