ანალიტიკა

რა იმალება საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობაში? რვა პროდუქტი, რომელსაც სტრატეგიული ძალა აქვს

როდესაც ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ყურადღება ხშირად გადადის სავაჭრო ბრუნვის მთლიანი მაჩვენებლებისკენ — მილიარდებზე, ზრდის ტემპზე, ექსპორტ–იმპორტის ბალანსზე. თუმცა ეკონომიკური

რა იმალება საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობაში? რვა პროდუქტი, რომელსაც სტრატეგიული ძალა აქვს

როდესაც ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ყურადღება ხშირად გადადის სავაჭრო ბრუნვის მთლიანი მაჩვენებლებისკენმილიარდებზე, ზრდის ტემპზე, ექსპორტიმპორტის ბალანსზე. თუმცა ეკონომიკური უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა ყოველთვის არ იმალება დიდ ციფრებში. ხშირად სწორედ შედარებით მცირე მოცულობის პროდუქტებია ის, რაც ქმნის ყველაზე მგრძნობიარე და სტრატეგიულ ურთიერთდამოკიდებულებას ქვეყნებს შორის. საქართველოსა და თურქეთს შორის 2024 წლის სავაჭრო მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტების ჯგუფი, რომელთა გარშემოც იქმნება მაღალი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის ვაჭრობაისეთი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე, ენერგეტიკულ სტაბილურობაზე, ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასა და მწვანე პოლიტიკაზე.

სტატიის მიზანია გამოყოს სწორედ ასეთი რვა პროდუქტი, რომლებიც არამხოლოდ მნიშვნელოვანი არიან საქართველოს საექსპორტო პროფილისთვის, არამედ ქმნიან რისკებსა და შესაძლებლობებს თურქეთისთვისაციქნება ეს ინდუსტრიული სტაბილურობის, კრიტიკული მასალების მოწოდების თუ დივერსიფიცირებული ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით. სტრატეგიულობა აქ გულისხმობს მაღალ კონცენტრაციას, დაბალ შემცვლადობას და მაღალი გადასართავი ხარჯებით გამორჩეულ დამოკიდებულებასარა მხოლოდ დიდი ან პატარა ღირებულებით.

მეთოდოლოგია: როგორ და რატომ შეირჩა რვა პროდუქტი

საქართველო და თურქეთი მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენტექსტილიდან სასოფლოსამეურნეო პროდუქტებამდე და ყოველდღიური მოხმარების საქონლიდან მძიმე მრეწველობამდე. თუმცა ამ ანალიზში ყურადღება გამახვილდა მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც შეირჩა შვიდი მკაფიო კრიტერიუმის საფუძველზე:

  • სტრატეგიული მნიშვნელობა, მათ შორის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული კრიტიკული ნედლეულობის სტატუსი (მაგალითად, მაგნიუმი, ანტიმონი);
  • მაღალი სავაჭრო დამოკიდებულება, როდესაც თურქეთის იმპორტის მინიმუმ 25% მოდის საქართველოზე ან პირიქით;
  • მაღალი აბსოლუტური ღირებულება (ზოგადად ≥5 მილიონი დოლარი წელიწადში; გამონაკლისადვერცხლის ნარჩენებიდაემატა ტექნოლოგიური მნიშვნელობის გამო);
  • მნიშვნელოვანი ზრდა ან მერყეობა, მინიმუმ ორწლიანი კონსისტენტურობით;
  • გამოყენება საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ელექტრონიკა და მწვანე ტექნოლოგიები;
  • მიწოდების ჯაჭვის მოწყვლადობა, როდესაც პროდუქტი გლობალურად იწარმოება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში;
  • არასტრატეგიული მომხმარებლური საქონლის გამორიცხვა.

თითოეულ პროდუქტზე შეფასდა როგორც თურქეთის იმპორტში საქართველოს წილი (იმპორტდამოკიდებულება), ასევე საქართველოს ექსპორტში თურქეთის წილი (ექსპორტდამოკიდებულება). მონაცემები ეფუძნება ოფიციალურ წყაროებს – Geostat, UN Comtrade, ITC) და ითვალისწინებს, როგორც ღირებულებით, ისე ფიზიკურ მოცულობებსაც.

მაგნიუმი და მაგნიუმის ნაწარმი – 2024 წელს თურქეთში საქართველოდან იმპორტირებული მაგნიუმის ღირებულებამ შეადგინა 5.6 მილიონი დოლარი, რაც შეადგენს თურქეთის საერთო იმპორტის 35.1%. გლობალურად, USGS-ის მიხედვით, ჩინეთი აწარმოებს მაგნიუმის დაახლოებით 89%-, ხოლო ევროკავშირის იმპორტის 95–96% ასევე ჩინურია. მაგნიუმი გამოიყენება მსუბუქ შენადნობებში, განსაკუთრებით საავიაციო და ავტოინდუსტრიაში. ევროკავშირში მიმდინარეობს ახალი სამთო პროექტების დაწყება რუმინეთში, სერბეთსა და ესტონეთში, რაც საქართველოს ექსპორტს ევროპული ალტერნატიული მომარაგების წყაროდ აქცევს.

ანტიმონის მადნები და კონცენტრატები – 2024 წელს საქართველოდან თურქეთში ანტიმონის ექსპორტი იყო 1.4 მილიონი დოლარი, რაც თურქეთის იმპორტის 31.1% შეადგენს. ჩინეთის წილი გლობალურ წარმოებაშია 48%, ხოლო დანარჩენი მწარმოებლებიმიანმარი, ტაჯიკეთი და ბოლივიაგეოპოლიტიკური და ლოჯისტიკური შეზღუდვებით გამოირჩევიან. ანტიმონი მნიშვნელოვანია ცეცხლგამძლე მასალებში, ბატარეებსა და სპეციალურ შენადნობებში.

ფეროსილიკომარგანეცი – 2024 წელს საქართველოდან თურქეთში ექსპორტის ღირებულება 144.2 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 276%-იანი ზრდაა. თურქეთის იმპორტში საქართველოს წილი 47.3%- აღწევს. პროდუქტი ფართოდ გამოიყენება ფოლადის ინდუსტრიაში. ევროკავშირის კლიმატური პოლიტიკა ზრდის მაღასილიციუმიანი შენადნობების მოთხოვნას, რაც საქართველოს წარმოებას კიდევ უფრო სტრატეგიულს ხდის.

დაუმუშავებელი ტყვია – 2024 წელს საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 9.2 მილიონი დოლარის დაუმუშავებელი ტყვია, რაც წარმოადგენს ორივე ქვეყნის სრული დამოკიდებულების შემთხვევასსაქართველო მთლიანად თურქეთში აგზავნის, ხოლო თურქეთი მთლიანად საქართველოზეა დამოკიდებული. პროდუქტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბატარეების წარმოებაში და რეგულაციები მის გადამუშავებაზე ზრდის სტრატეგიულობას.

ვერცხლის ნარჩენები და ჯართი – 2024 წელს საქართველოდან თურქეთში ვერცხლის ნარჩენების ექსპორტი შეადგენდა მხოლოდ 0.1 მილიონ დოლარს, თუმცა იმპორტის 100% საქართველოზე მოდის. 2024 წელს ინდუსტრიული მოთხოვნა ვერცხლზე რეკორდულ ნიშნულზე ავიდა, განსაკუთრებით მზის პანელებსა და მიკროჩიპებში. იმავე წელს რეციკლირების დონემ 12-წლიან პიკს მიაღწია.

სპილენძის ნარჩენები და ჯართი – 2024 წელს საქართველოდან თურქეთში ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 15.4 მილიონი დოლარი, რაც თურქეთის იმპორტის 15%ია. ელექტრომობილების ინდუსტრია და განახლებადი ენერგეტიკა ზრდის სპილენძის მოთხოვნას. EV-ები ჩვეულებრივ მანქანებზე 2–3-ჯერ მეტ სპილენძს მოითხოვენ. ამ პროცესში გადამუშავებული სპილენძის როლი სტრატეგიულად იზრდება.

ნახევრადდამუშავებული ოქრო – 2024 წელს საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულმა ნახევრადდამუშავებულმა ოქრომ შეადგინა 6.6 მილიონი დოლარი, რაც თურქეთის იმპორტის 42.4% შეადგენს. ოქროს ჰიბრიდული როლიროგორც ფინანსური აქტივი და როგორც მაღალტექნოლოგიური კომპონენტიზრდის მის სტრატეგიულობას. 2022–2023 წლებში ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული რაოდენობის ოქრო შეიძინეს დოლარის რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით.

ელექტროენერგია – 2024 წელს საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა 39.9 მილიონი დოლარი, რაც თურქეთის იმპორტის 25.2%ია. ნაკადი სეზონურიაგაზაფხული და ზაფხული ჰიდროენერგიის ჭარბობის პერიოდია საქართველოში, რაც საშუალებას იძლევა საქართველომ იმპორტის ნაწილობრივ სტაბილიზაცია უზრუნველყოს თურქეთის ელექტროსისტემაში.