ანალიტიკა

ირან-ისრაელის კრიზისი: რა შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის?

ბოლოდროინდელი დაძაბულობა ირანსა და ისრაელს შორის არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ მთელი რეგიონისთვის ერთ–ერთ ყველაზე მყიფე გეოპოლიტიკურ ფაქტორად იქცა.

ირან-ისრაელის კრიზისი: რა შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის?

ბოლოდროინდელი დაძაბულობა ირანსა და ისრაელს შორის არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ მთელი რეგიონისთვის ერთერთ ყველაზე მყიფე გეოპოლიტიკურ ფაქტორად იქცა. მაშინ, როცა საერთაშორისო მედიაში დომინირებდა სარაკეტო მუქარების და ბირთვული პროგრამის თემა, ივნისის შუა რიცხვებიდან ვითარება უკვე რეალურ ესკალაციაში გადავიდაისრაელმა დაადასტურა ავიაიერიშები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის Isfahan-ისა და Arak-ის რეაქტორებზე. ეს ნიშნავს, რომ რეგიონი უკვე აღარ არის მხოლოდ დიპლომატიური დაპირისპირების არეალიის გადაიქცა აქტიური სამხედრო ფაზის კონფლიქტად.

მოკლევადიან პერიოდში, პირდაპირი ეკონომიკური ზიანი საქართველოზე მინიმალურია, თუმცა ენერგომატარებლების ფასების მერყეობა უკვე იგრძნობა. 2024 წლის ბოლოს ირანთან დაძაბულობის გაღვივების ფონზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ამან გავლენა მოახდინა საქართველოზეგანსაკუთრებით იმპორტირებულ საწვავზე. ივნისში კი უკვე შეინიშნება Brent-ის და WTI-ის ფასების მკვეთრი ნახტომი, რაც საწვავის ფასს ლოკალურად კიდევ უფრო გაზრდის.

ამავე პერიოდში გაიზარდა სატრანზიტო ინტერესიცირანის ბლოკირების შემთხვევაში, ყაზახეთი და სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნები შესაძლოა უფრო მეტად დაუკავშირდნენ საქართველოს, როგორც ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტს. თუმცა ამგვარი ტრანზიტის ზრდა მომენტალურ მოგებას არ ნიშნავს, საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება, უსაფრთხოების გამკაცრება და დიპლომატიური სიფრთხილე.

საშუალოვადიან პერსპექტივაში სცენარები რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. უკვე დაწყებული ავიაიერიშები აჩენს რეალურ საფრთხეს რეგიონში უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო ქაოსის განვითარებისა. ირანს ტრადიციულად მჭიდრო კავშირები აქვს სომხეთთან, მაგრამ არც აზერბაიჯანი რჩება მისგან დამოუკიდებელი, რაც სამხრეთ კავკასიაში გავლენების დაპირისპირებას ზრდის. ასეთ ფონზე საქართველოს მოუწევს საგარეო პოლიტიკის გაწონასწორება.

არსებობდა მეორე სცენარიცშეთანხმება დასავლეთსა და ირანს შორის, რაც ბირთვული პროგრამის შეზღუდვასა და სანქციების მოხსნას გულისხმობდა, თუმცა ავიაიერიშების ფონზე ეს გზა რეალური ნაკლებად ჩანს. დაზიანებული ობიექტები და სამხედრო ესკალაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მოლაპარაკების შანსს, თუნდაც დროებით.

მესამე სცენარიირანში მმართველი ელიტის სისტემური ცვლილებაა, რაც შეიძლება მოხდეს გარე ზეწოლისა და შიდა კრიზისების ერთობლიობის შედეგად. ასეთი ცვლილება შესაძლოა გამოიხატოს პოლიტიკური არასტაბილურობით, დროებითი არეულობით, ძალაუფლების ვაკუუმით, ან პირიქითახალი, პროდასავლურად განწყობილი მთავრობის გაჩენით, რაც სრულად შეცვლის ქვეყნის საგარეო ორიენტირს. ორივე შემთხვევაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მზადყოფნაპირველ შემთხვევაში უსაფრთხოების სფეროში, ხოლო მეორე ვარიანტშისავაჭრო და ტრანზიტული შესაძლებლობების გაფართოებისთვის.

გრძელვადიანად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკულ არხებთან იქნება დაკავშირებული. თუ კონფლიქტი გახანგრძლივდა და ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება შეიზღუდა, ევროპამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად მიმართოს ტრანსკასპიური მარშრუტების განვითარებასრაც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას ნიშნავს.

თუმცა ეს ზრდის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ რისკებსაც. რეგიონში იზრდება მეტოქეობა თურქეთს, რუსეთს, ირანსა და დასავლეთს შორის. ასეთ ვითარებაში საქართველოს სჭირდება მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა, რაც ეკონომიკური სარგებლის გაზრდის პარალელურად, სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საქართველო ვერ ახდენს გავლენას კრიზისის ბირთვზე, მაგრამ შეუძლია მოახდინოს სტრატეგიული ადაპტაციაგონივრული პოზიციონირებით, ეკონომიკური და ტრანზიტული შესაძლებლობების გამოყენებით.